26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება - სრულად პროპორციული სისტემით. რა უნდა იცოდეთ არჩევნების დღისთვის? - რადიო თავისუფლებამ წინა დღით ათი ძირითადი რჩევა შეაგროვა.
20 წლის წვევამდელმა კირილ ვიუნოვმა, წარმოშობით კრასნოიარსკის მხარიდან, და მისმა კიდევ ექვსმა კოლეგამ, ოქტომბრის შუა რიცხვებში მიიღეს თანხა თავდაცვის სამინისტროსთან ვითომდა გაფორმებული ხელშეკრულებისთვის.
რა ვნახეთ და მოვისმინეთ ხალხთან შეხვედრაზე? - საპარლამენტო არჩევნებამდე რადიო თავისუფლება აკვირდება, ისმენს და გიყვებათ, როგორ ხვდებიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებს.
უკრაინის ტყვეობაში მყოფ ჩეჩენ მებრძოლებს თავიანთი მეთაური, აპტი ალაუდინოვი ურჩევდა, რომ ცოცხლები არ დაბრუნებულიყვნენ, თუმცა, მუქარის მიუხედავად, უკრაინასა და რუსეთს შორის ტყვეების მორიგი გაცვლის შედეგად გროზნოში დაბრუნდა ოთხი ჩეჩენი ჯარისკაცი.
26 ოქტომბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის არჩევნებთან ერთად გაიმართება რეგიონის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს - უმაღლესი საბჭოს არჩევნები. მას აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისია ატარებს.
საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, 24 ოქტომბრის დილის 8 საათისთვის, ფინანსურმა პოლიციამ სასამართლო განჩინების საფუძველზე გაჩხრიკა ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის, „ატლანტიკური საბჭოს“ ქართველი თანამშრომლების, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლები.
ბოლო სამ დღეში თბილისში ორი ხალხმრავალი თავყრილობა გაიმართა, ორივე - თავისუფლების მოედანზე. 20 ოქტომბერს ხალხი ევროკავშირის მხარდასაჭერად შეიკრიბა, ხოლო - 23 ოქტომბერს, საარჩევნო კამპანიის დასკვნით შეხვედრაზე, „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი რეგიონებიდანაც ორგანიზებულად ჩამოიყვანა.
საპარლამენტო არჩევნებამდე 7 კვირით ადრე, სანამ პარტიები საარჩევნო პროგრამებს წარადგენდნენ, რადიო თავისუფლებამ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სპეციალური კითხვარი შეადგინა და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებებს დაუგზავნა.
ოპონენტების გასამართლება და გაქრობა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირებაა. მმართველმა პარტიამ მიზანში ამოიღო პრეზიდენტის „ქართული ქარტიის“ ხელმომწერი ოთხი ძირითადი სუბიექტი. ბიძინა ივანიშვილი გასამართლებას უპირებს ექსპრემიერ გახარიას თანაგუნდელებსაც.
ყაზანში მეორე დღეა მიმდინარეობს სახელმწიფოთაშორისი გაერთიანების, BRICS-ის XVI სამიტი. რუსეთის სახელმწიფო მედია ხაზს უსვამს დიდი სახელმწიფოების ლიდერთა მონაწილეობას ღონისძიებაში.
წინასაარჩევნოდ, ხელისუფლება ყოველდღე ხსნის რომელიმე ახალ ობიექტს და ამომრჩეველს თავს აწონებს იმით, რისი მოწყობაც სახელმწიფო ბიუჯეტს მილიონები დაუჯდა.
2025 წელს რუსეთის სამხედრო ხარჯები მეოთხედით - რეკორდულ 13,5 ტრილიონ რუბლამდე გაიზრდება, რაც რუსეთის მშპ-ს 6.31%-ს შეადგენს და ორჯერ მეტია, ვიდრე პენსიებსა და შემწეობებზე დახარჯული სახსრები.
ჩამოტვირთე მეტი