დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ საქართველო საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან საუბრის დროს შეშფოთება გამოხატა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ზეწოლაზე. მისივე თქმით, ის ქართველ კოლეგას გასულ კვირას ესაუბრა.
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მილიარდერ სენატორსა და სახელმწიფო დუმაში მეზობელი რესპუბლიკების, დაღესტნისა და ინგუშეთის წარმომადგენლებს მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს და მათ „სისხლის აღებით“ ემუქრება.
2024 წლის ოქტომბერში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი ტყვეების მასობრივი დახვრეტის ფაქტზე. გამოძიებას საფუძვლად დაედო სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ვიდეომასალა, რომელზეც ასახულია ტყვედ ჩაბარებისას 16 უკრაინელი ჯარისკაცის დახვრეტის მომენტი.
არჩევნებისთვის, ემიგრანტების დიდ ნაწილს ასობით და ათასობით კილომეტრის გავლა მოუწევს - მატარებლით, სამარშრუტო ტაქსით და თვითმფრინავითაც. ზოგი ყველაფერს თავისი ძალებით ახერხებს, ზოგს კი - დახმარება ესაჭიროება.
ცესკოს ახალი დადგენილებით, საზღვარგარეთ დამატებით შვიდი უბანი გაიხსნება და ემიგრანტებს ხმის მიცემის საშუალება ექნებათ 67 საარჩევნო უბანზე - 42 ქვეყნის 53 ქალაქში. ახალი უბნები გაიხსნება მხოლოდ იმ ქვეყანასა და ქალაქებში, რომელთა ჩამონათვალიც ცესკოს სექტემბრის დადგენილებით დამტკიცდა.
„ქართული ოცნება“ მმართველობის მე-12 წელს მეოთხედ ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას. მას დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე ხელისუფლებაში ყოფნის უპრეცედენტოდ ხანგრძლივი პერიოდის ამ ეპიზოდშიც გამარჯვების იმედი აქვს, თუმცა ივანიშვილის პარტია „შეცდომას შეცდომას უშვებს“, - ამბობენ ანალიტიკოსები.
შეერთებულმა შტატებმა ცოტა ხნის წინ მიიღო მკაცრი ზომები საქართველოში მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ეს ნაბიჯები მზარდი ავტორიტარული ნაბიჯებისა და ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკის გაძლიერების საპასუხოდ გადაიდგა.
გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“ და ხაზს უსვამს საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას.
26 ოქტომბერს საქართველო პირველად აირჩევს სრულად პროპორციული წესით საკანონმდებლო ორგანოს. გარდა იმისა, რომ ახალმა სისტემამ პარტიებს კოალიციებში თანაცხოვრება უნდა ასწავლოს, ის განსაზღვრავს ქვეყნის გეო-პოლიტიკურ კურსსაც.
8-9 ოქტომბერს, მოსკოვში დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის, იგივე დსთ-ს სამიტი გაიმართა. მასზე რუსეთს არავინ შეწინააღმდეგებია, სომხეთის გარდა.
ევროკავშირი წყვეტს უმაღლესი დონის შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მთავრობას 121 მილიონ ევროზე მეტ დაფინანსებას უჩერებს. ეს ნაბიჯები ემთხვევა იმ გეგმას, რომელიც ევროკომისიის ივნისის დოკუმენტში აისახა და რადიო თავისუფლებამ ნახა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვარშავაში წარმოუდგენლად აღარ ეჩვენებათ რუსეთის შესაძლო აგრესია პოლონეთის წინააღმდეგ. ამასთან, ვარშავა არ აპირებს მხოლოდ NATO-ს იმედად ყოფნას. პოლონეთის მთავრობის გეგმებით, მალე პოლონეთის არმია (Wojsko Polskie) იქნება ყველაზე ძლიერი სახმელეთო არმია ევროპაში.
ჩამოტვირთე მეტი