ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოში არის ყველაფერი, „რითაც ჭეშმარიტი ევროპა ფასობს“, „სამჯერ და მეტჯერ გაიზარდა ყველა მიმართულებით ყველაფერი“ და ასევე მკაფიოდ აღნიშნავს, რომ დღევანდელ ევროკავშირში შესვლა მისთვის საინტერესო არ არის.
რა იგულისხმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა სიტყვათწყობაში „მამაკაცის რძე“, ამის მტკიცებით ფორმაში თქმა, სავარაუდოდ, არ გამოვა, რადგან 21 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა, მაგდა ანიკაშვილმა, თავის რესპონდენტს აღარ დაუსვა ე.წ. დამაზუსტებელი კითხვა.
საქართველო, ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში, უფრო და უფრო შორდება დასავლელ პარტნიორებს.
შეთქმულების თეორიის გამდიდრება ახალი დეტალებით „გლობალური ომის პარტიის“ შანტაჟზე, სიახლეები ოფშორებში სასამართლო დავებიდან, აშშ-ის ელჩთან შეხვედრის დაგეგმვა, პოლიტიკური ოპონენტების საფრთხედ მონიშვნა, საუბარი საქართველოს „ეკონომიკურ სასწაულზე“ და უნებლიეთ გამოვლენილი მოწყვლადობა.
50.46% და 49.54% - სხვაობა 12 ათასი ხმა - შედეგების სრულად დათვლის შემდეგ, მოლდოვის რეფერენდუმში ევროკავშირის შესახებ პროევროპულმა მხარემ, რომელსაც მხარს უჭერდა მოქმედი პრეზიდენტი და მთავრობა, იმაზე მცირე სხვაობით მოიგო, ვიდრე ამას წინასწარი გამოკითხვები აჩვენებდა.
გალსა და ახალგორში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ვერ მიიღებენ მონაწილეობას 26 ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში. ორივე რეგიონის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ არჩევნების გამო გამშვები პუნქტები ჩაკეტა.
2022 წლის სექტემბერში ლუკაშენკას მოულოდნელმა ჩასვლამ აფხაზეთში ბევრს აფიქრებინა, რომ ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის აღიარებას აპირებდა, თუმცა წლების შემდეგ გაირკვა, რომ ლუკაშენკას მეტად "მიწიერი" ვნებები ამოძრავებდა.
რა ვნახეთ და მოვისმინეთ ხალხთან შეხვედრაზე? - საპარლამენტო არჩევნებამდე რადიო თავისუფლება აკვირდება, ისმენს და გიყვებათ, როგორ ხვდებიან პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები ამომრჩევლებს.
აშშ-ში 83 წლის ასაკში გარდაიცვალა ფეთულა გიულენი. თურქეთიდან დევნილი სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი 2016 წელს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებდა, გავლენიანი სასულიერო პირი იყო მუსლიმურ სამყაროში.
ჩამოტვირთე მეტი