- საქართველოს უკრაინელთა ახალგაზრდული ორგანიზაცია-სვიტანოკი;
- საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი;
- ქუთაისის მოზარდთა სახლი;
- ქრისტიანთა კავშირი;
- ებრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი.
ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშების გასაცნობად ვებსაიტზე უნდა აირჩიოთ „განცხადების ძებნა“, შემდეგ კი ორგანიზაციების მიხედვით შესაძლებელი ხდება ინფორმაციის მოძიება.
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის „ცხელ ხაზზე“ რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ორგანიზაციების მიწოდებული ინფორმაცია ვებსაიტზე ეტაპობრივად გამოჩნდება.
მოქმედი კანონმდებლობით, თუ არასამთავრობო ან მედიაორგანიზაციამ არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მიიღო, „აგენტების რეესტრში“ უნდა დარეგისტრირებულიყო, სხვა შემთხვევაში მას 25 ათასი ლარით დააჯარიმებენ. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, რეგისტრაციაზე განაცხადი 400-ზე მეტმა ორგანიზაციამ შეიტანა.
- საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა და ხალხმრავალი აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
- 1 აგვისტოს გამოქვეყნდა იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციათა რეესტრის წარმოების, საფინანსო დეკლარაციის წარდგენისა და მონიტორინგის წესები.
- საკონსტიტუციო სასამართლოში კანონის სხვადასხვა მუხლისა და მთლიანად კანონის არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად რამდენიმე სარჩელია შესული, საკითხზე განმწესრიგებელი სხდომა აგვისტოს ბოლო დღეებში გაიმართა, თუმცა სასამართლოს ამ დრომდე არ უთქვამს, აჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას.
ტექსტი განახლდა იუსტიციის სამინისტროს "ცხელი ხაზიდან" რეგისტრირებული ორგანიზაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ.
ფორუმი