ექსპერტებმა უკრაინისთვის დადებითად შეაფასეს სიტყვა, რომლითაც დონალდ ტრამპმა 4 მარტს კონგრესს მიმართა და ვოლოდიმირ ზელენსკის გაგზავნილი წერილი წაიკითხა. მაგრამ ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარებასთან ერთად, სადაზვერვო მონაცემების გაზიარებაც შეუწყვიტა.
„ვიკას ბოლო დავალება“ - ეს არის დოკუმენტური ფილმი რუსეთის ციხეში გარდაცვლილ უკრაინელ ჟურნალისტზე, ვიქტორია როშჩინაზე, რომელიც პირველად 3 მარტს, კიევში აჩვენეს. ფილმი ვიქტორიას ბოლო დღეებსა და ბოლო დავალებაზე ჰყვება.
უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების სავარაუდო შეწყვეტას - მობილიზებით პასუხობენ ევროპაში და ბრიუსელში კონკრეტულ გეგმას განიხილავენ. კიევი შესაძლებლობებს აფასებს და ეძებს ალტერნატიულ გზებს სიმტკიცის შესანარჩუნებლად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ ორი მაღალი რანგის ოფიცერი გადააყენა და კომპლექსური გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.
ეს უკვე გვინახავს - ნატოს მკვდრად ან მოკვდავად გამოცხადება. ცოტა ხნის წინ ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა მაიკ ლიმ გამოაქვეყნა პოსტი X-ზე და თქვა: „დროა დავტოვოთ ნატო და გაერო“. ილონ მასკმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა და დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირემ კი მოკლედ უპასუხა: „ვეთანხმები“.
მიუხედავად ბოლო დროს გააქტიურებული დიპლომატიური მცდელობებისა უკრაინაში ომის შესაჩერებლად, ადგილზე კვლავაც სასტიკი ომი მიმდინარეობს, მცირე ტერიტორიული მიღწევებით და დიდი მსხვერპლით.
პოტენციური შეთანხმება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს წვდომას მისცემს უკრაინის მინერალურ სიმდიდრეზე, სოფელ კოპანკის მცხოვრებლებს, სადაც ევროპაში, ლითიუმის ერთ-ერთი უდიდესი საბადო მდებარეობს, ფრთხილი ოპტიმიზმით ავსებს.
10 წლის წინ მოსკოვში მოკლული რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის ოჯახმა Current Time-ს გაუზიარა პირადული ვიდეო, რომელშიც ნემცოვის დედა შვილს იგონებს.
რამდენიმე კვირის წინ იშვიათ მიწათა ელემენტები, დეფიციტური მინერალები და სხვა სასარგებლო წიაღისეული ერთ მორიგ ფაქტორს წარმოადგენდა უკრაინასთან რუსეთის ომის დასრულების მცდელობებში.
კრემლმა უარი თქვა დაედასტურებინა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ რუსეთი მზადაა "მიიღოს" ევროპული ჯარები უკრაინაში, როგორც სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი, თუმცა პოტენციური შეთანხმებისთვის ადგილი მაინც დატოვა.
დეკემბრის ბოლოს, აზერბაიჯანულ სამგზავრო თვითმფრინავს, სავარაუდოდ, ბომბის ნამსხვრევი მოხვდა, რის გამოც ავარიულად დაჯდომა მოუწია. 38 მგზავრი ვერ გადარჩა. იმ მიმართულებით, სადაც კატასტროფა მოხდა, საქართველოდანაც არაერთი რეისი სრულდება.
უკრაინელი ჟურნალისტები რუსეთის სრულმასშტაბიან ომს მხოლოდ კი არ აშუქებენ - ისინი მის მსხვერპლთა შორისაც არიან.
ჩამოტვირთე მეტი