Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაღაროელები თბილისში


მაღაროელები თბილისში
please wait

No media source currently available

0:00 0:05:46 0:00

25 დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ ჭიათურელი მაღაროელები თბილისში ჩამოვიდნენ და საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიის წინ გამართეს.

25 დღიანი უწყვეტი პროტესტის შემდეგ ჭიათურელი მაღაროელები თბილისში ჩამოვიდნენ და საპროტესტო აქცია მთავრობის კანცელარიის წინ გამართეს.

„იქნებ ასე მაინც გაიგონონ და მოისმინონ ჩვენი გასაჭირი”, - ამბობდნენ კანცელარიის წინ შეკრებილი მშრომელები

7 მარტს, ათასობით მაღაროელს სამსახურიდან დათხოვნა მესიჯით შეატყობინეს, რის შედეგადაც 3500-ზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა

მათ, მაღაროების მმართველ კომპანიასა და ხელისუფლებასთან რამდენიმე კონკრეტული მოთხოვნა აქვთ. მათ შორის:

დაფაროს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა" სახელფასო დავალიანება;

მთავრობამ ჩაანაცვლოს კომპანია და მოხდეს მაღაროების ნაციონალიზაცია;

შეიქმნას ჭიათურის ფონდი;

მანგანუმის მოპოვების შედეგად დაზიანებული სოფლების მოსახლეობას ადეკვატური კომპენსაცია მისცენ;

მოგვარდეს ეკოლოგიური საკითხები, რომლის წინაშეც დგას მთელი ჭიათურა. უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულების სახელფასო და საბანკო ვალდებულებები გადაიფაროს;

ჭიათურის საკითხებზე მოლაპარაკებაში კი თავად მაღაროელები ჩაერთონ.

"ქართული ოცნების" პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ჭიათურაში უმუშევრად დარჩენილი მაღაროელების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ სახელმწიფო კერძო საწარმოს ვერ აამუშავებს და რომ კომპანიის ქმედებები გლობალურ ბაზარზე წარმოქმნილი ვითარებით აიხსნება

24 მარტს თბილისში ჩამოსულმა მაღაროელებმა საპროტესტო აქციის შემდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლეს მსვლელობით და ჭიათურაში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ პირდაპირი ეთერი მოითხოვეს, სადაც მიიღეს დაპირება, რომ პირდაპირ ეთერს უახლოეს დღეებში მათ აუცილებლად დაუთმობენ

ფორუმი

XS
SM
MD
LG