9 აპრილამდეც, 9 აპრილის ღამითაც და შემდგომ მიმდინარე პროტესტშიც, რომლის მთავარი მოთხოვნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებაა, ორივე მონაწილეობს.
36 წლის წინანდელი მძიმე ღამის შემდეგ, როცა საბჭოთა რუსული არმიის სამხედროებმა თბილისში მშვიდობიანი აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის, უმეტესად - ქალების სიცოცხლე შეეწერა, აქციის ასობით მონაწილე დაშავდა და მოიწამლა, წლებია 9 აპრილის მემორიალთან ორივენი მიდიან - თავიანთ თანამებრძოლებთან თუ მეგობრებთან ერთად. ეს უცვლელი რიტუალი 36 წელია გრძელდება.
რადიო თავისუფლებასთან დღეს ორივე იხსენებს იმ დღეების ვითარებას და 9 აპრილის ღამის ამბებს - სად იდგნენ? როგორი იყო დარბევის წინა დღეები და საათები, როგორ დაიწყო დარბევა? როგორ იქცეოდა ხალხი? ეშინოდათ თუ არა? როგორ ახსოვთ რუსული ტანკების შემოსვლა? რა უძღოდა 9 აპრილს წინ და რა განსაზღვრა ამ ღამემ საქართველოსთვის?
36 წლის შემდეგ 9 აპრილის მემორიალთან, შუაღამით ისევ იდგა ხალხი. 1989 წელს, საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპული ადამიანების პორტრეტების გვერდით, წელს რუსთაველზე შეკრებილი აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ნოემბერ-დეკემბრის პროევროპულ აქციებზე დაკავებული და დღემდე ციხეში მყოფი ახალგაზრდების ფოტოები წარწერებით „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“.
ფორუმი