ბოლო სამი თვეა პროტესტი მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ არ იგრძნობა. ადამიანები არცთუ იშვიათად, მარტო, ხელში სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით დგანან ავტობუსის გაჩერებებზე, მგზავრობენ მეტროში და ასე ცდილობენ მიიტანონ თავიანთი სათქმელი სხვებთან.
ტრანსპარანტების შინაარსი სულ იცვლება: „თავისუფლება დასაცავია“, „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“, „თავისუფლება მზიას“, „რუსეთი ოკუპანტია“. „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“. „თუ იმედს უყურებ, ვერ გაიგებ რა ხდება გურიაში“ და ა.შ
ამ ადამიანებს ხან თვალს არიდებენ, ხან დაჟინებით აშტერდებიან, ცნობისმოყვარეობით აკვირდებიან, ხან მათზე ბრაზობენ, ხან კი პირიქით, ეხუტებიან და მადლობას უხდიან.
რატომ დადიან? იმიტომ, რომ როგორც თავად ამბობენ, სურთ სხვა სივრცეშიც გაიგონ მათი სათქმელი. იქაც, სადაც, შესაძლოა, სხვაგვარად ფიქრობენ, მაგრამ იმედით, რომ ამ გზავნილების წაკითხვის შემდეგ, მათი ნაწილი მაინც გაიფიქრებს, იქნებ ვცდები? იქნებ ეს მართლაც ასეა?
ტრანსპორტში ასეთი პლაკატებით სიარული არის დღეს ელენეს და ნინას ყოველდღიურობაც.
ფორუმი