ვიდეო ნემცოვის ქალიშვილმა, ჟანამ ჩაწერა 2023 წელს, დედის სიცოცხლის ბოლო თვეებში. იგი იძლევა უნიკალურ ხედვას ადამიანის შესახებ, რომელიც ბორის ელცინის დროს რუსეთის პოლიტიკის მწვერვალზე მოექცა, შემდეგ კი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დაუპირისპირდა.
"ძირითადი"
„სკოლის მასწავლებლებს ის უყვარდათ. გოგოებმა მას "ძირითადი" შეარქვეს“, - ამბობს დინა ნემცოვა ვიდეოში. თავად ის 2024 წლის თებერვალში, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იგი ჰყვება ნიჭიერი ბიჭის შესახებ, რომელიც მუდმივად შრომობდა.
„მას ძალიან უჭირდა სახლში მუშაობა. პატარა ადგილი ჰქონდა სამზარეულოში, მაგრამ ვიღაც ყოველთვის ხელს უშლიდა. ხანდახან, როცა სამუშაო ადგილის გამონახვა სჭირდებოდა, აბაზანაში იკეტებოდა“.
ნემცოვი გაიზარდა გორკიში, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნიჟნი ნოვგოროდი ეწოდა და ქალაქის უნივერსიტეტში ფიზიკას სწავლობდა.
„ის კრიტიკულად იყო განწყობილი იმის მიმართ, რაც ქვეყანაში ხდებოდა”, - ამბობს დინა. „ეს იყო [საბჭოთა ლიდერის ლეონიდ] ბრეჟნევის დროს, როდესაც ბორისმა უკვე იცოდა, რომ რაღაცები ხდებოდა”.
მაგრამ ნემცოვი პოლიტიკურად აქტიური მოგვიანებით გახდა, საბჭოთა ლიდერის, მიხაილ გორბაჩოვის დროს. გორბაჩოვის გლასნოსტის და პერესტროიკის პოლიტიკამ ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი შეცვალა და გაამარტივა პრობლემებზე ლაპარაკი.
პოლიტიკური გამოღვიძება
„პოლიტიკას ყურადღება მაშინ მივაქციეთ, როცა პერესტროიკა დაიწყო. შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ის მომენტი, როდესაც ის პოლიტიკაში შევიდა“.
ნემცოვს წარმატებული კარიერა ჰქონდა ქაოსურ 1990-იან წლებში, პოსტსაბჭოთა რუსეთში. საბოლოოდ ის ვიცე-პრემიერი გახდა ელცინის დროს.
მაგრამ როდესაც ელცინმა თავის მემკვიდრედ პუტინი დანიშნა, ნემცოვი გახდა კრემლის ახალი, ავტორიტარული შემობრუნების წინააღმდეგ ქუჩის საპროტესტო აქციების რეგულარული მონაწილე.
„პუტინი საბჭოთა მანერების მქონე კაგებეს კაცია“, - თქვა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.
ნემცოვი რუსეთის ოპოზიციის სახედ იქცა. დასავლეთის ქვეყნებში ის დემოკრატიული რუსეთის წარმომადგენლად ითვლებოდა.
მისი მკვლელობა 2015 წელს ფართოდ მიიჩნეოდა პოლიტიკურ დაკვეთად. შეკვეთილი მკვლელობისთვის ხუთი ჩეჩენი გაასამართლეს, მაგრამ დამკვეთი რუსეთის სამართალდამცავებს არ გამოუვლენიათ.
2016 წელს დედამ დაწერა, რომ ბოლოს ის 2014 წლის დეკემბერში ნახა.
„ის გამხდარი და დაბნეული ჩანდა…” თქვა მან. „უბრალოდ არასდროს მიფიქრია, რომ ყველაფერი ასე საშიში იყო”.
ფორუმი