45 წლის ვორონეჟელი ალექსეი შეპილოვი 2023 წელს რუსულ ჯარში იმიტომ ჩაეწერა, რომ „ციხიდან მალე გამოსულიყო“. ამას მისი ცოლი ნატალია ჰყვება. სამ თვეში დაიჭრა და აივ-ინფექცია გადაედო, სავარაუდოდ სისხლის გადასხმისას.
რუსეთი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას შეწყვეტს - ასეთია პუტინის პირობა პრეზიდენტ ტრამპთან 18 მარტს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ.
სასიკვდილო ჭყლეტა საღეჭი რეზინის გამო - ამ სახელწოდებით შევიდა ისტორიაში ამბავი, რომელიც საბჭოთა კავშირში 50 წლის წინ მოხდა.
უახლესი სოციოლოგიური კვლევები აჩვენებენ, რომ რუსეთში მკვეთრად გაიზარდა ამერიკის პრეზიდენტის მოწონების მაჩვენებელი, მაშინ, როცა კვლავინდებურად მაღალია ამერიკისადმი ნეგატიური დამოკიდებულება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ რუსებს მართლა უნდათ მშვიდობა, ოღონდ გამარჯვებასთან და ახალ ტერიტორიებთან ერთად.
ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინა 30-დღიან ზავზე თანახმაა. აშშ ახლა ამბობს, რომ ჯერი რუსეთზეა, თუმცა კრემლი ჯერჯერობით თავს იკავებს მკაფიო პოზიციის გამოხატვისგან. პარალელურად, ევროპელი ლიდერები მსჯელობენ უკრაინის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაზე.
თეთრ სახლში ცხარე დაპირისპირების შემდეგ ამერიკელებთან პირველი ოფიციალური შეხვედრა კიევისთვის პოზიტიურად სრულდება - აშშ გააგრძელებს უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის და სამხედრო დახმარების მიწოდებას. სახელმწიფო მდივანი რუბიო ამბობს, რომ მშვიდობის მისაღწევად „ბურთი რუსეთის მოედანზეა".
სირიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაასრულა საომარი ოპერაცია დამხობილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ ასადის მომხრეთა წინააღმდეგ დასავლეთში მდებარე ლატაკიის პროვინციაში.
მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობების მნიშვნელოვან ახალ ეტაპზე რუსეთმა აშშ-ში დანიშნა ახალი ელჩი - ალექსანდრ დარჩიევი, რომელსაც ათ წელზე მეტი აქვს გატარებული ვაშინგტონის საელჩოში, სადაც ის ახლა პუტინის მთავარი წარგზავნილი იქნება.
როგორც წესი, გრენლანდიის 31-წევრიანი პარლამენტის არჩევნებს დიდ ყურადღებას არავინ აქცევს. მსოფლიოს უდიდესი კუნძული, სადაც მხოლოდ 60 000 ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იშვიათად თუ ექცეოდა.
ჩამოტვირთე მეტი