როგორც წესი, გრენლანდიის 31-წევრიანი პარლამენტის არჩევნებს დიდ ყურადღებას არავინ აქცევს. მსოფლიოს უდიდესი კუნძული, სადაც მხოლოდ 60 000 ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში იშვიათად თუ ექცეოდა.
რთული სათქმელია, როგორი იქნება თეთრი სახლის რეაქცია, თუ მათი ფავორიტი რუმინელი ულტრამემარჯვენე ოპოზიციონერი ლიდერი პრეზიდენტობისთვის ვერ იბრძოლებს. არანაკლებ ბუნდოვანია, როგორი იქნება რუმინეთის საგარეო პოლიტიკა ევროსკეპტიკოსი და ნატოს კრიტიკოსი ლიდერის გამარჯვების შემთხვევაში.
6 მარტს ბრიუსელში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა იქ ჩასულ ვოლოდიმირ ზელენსკის მხარდაჭერა გამოუცხადეს და თავდაცვის ხარჯების ზრდაზე შეთანხმდნენ. პარალელურად მაკრონი ევროპელებს ატომურ თავდაცვას სთავაზობს და გერმანია სამხედრო ხარჯებს ზრდის.
ავღანეთის მმართველმა ისლამისტურმა მოძრაობა "თალიბანმა", ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ ქალებს განათლების მიღება, მრავალი პროფესიით მუშაობა, და ასევე პარკებში, სპორტდარბაზებსა და აბანოებში სიარული აუკრძალა.
პარიზსა და ლონდონში შეხვედრების შემდეგ ევროპელი ლიდერები ბრიუსელში იკრიბებიან "საგანგებო სამიტზე", სადაც ძირითადი ყურადღება სამხედრო გაძლიერების გეგმებს დაეთმობა.
ექსპერტებმა უკრაინისთვის დადებითად შეაფასეს სიტყვა, რომლითაც დონალდ ტრამპმა 4 მარტს კონგრესს მიმართა და ვოლოდიმირ ზელენსკის გაგზავნილი წერილი წაიკითხა. მაგრამ ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ უკრაინას სამხედრო დახმარებასთან ერთად, სადაზვერვო მონაცემების გაზიარებაც შეუწყვიტა.
„ვიკას ბოლო დავალება“ - ეს არის დოკუმენტური ფილმი რუსეთის ციხეში გარდაცვლილ უკრაინელ ჟურნალისტზე, ვიქტორია როშჩინაზე, რომელიც პირველად 3 მარტს, კიევში აჩვენეს. ფილმი ვიქტორიას ბოლო დღეებსა და ბოლო დავალებაზე ჰყვება.
უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების სავარაუდო შეწყვეტას - მობილიზებით პასუხობენ ევროპაში და ბრიუსელში კონკრეტულ გეგმას განიხილავენ. კიევი შესაძლებლობებს აფასებს და ეძებს ალტერნატიულ გზებს სიმტკიცის შესანარჩუნებლად.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა გენერალმა ოლექსანდრ სირსკიმ ორი მაღალი რანგის ოფიცერი გადააყენა და კომპლექსური გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.
ეს უკვე გვინახავს - ნატოს მკვდრად ან მოკვდავად გამოცხადება. ცოტა ხნის წინ ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა მაიკ ლიმ გამოაქვეყნა პოსტი X-ზე და თქვა: „დროა დავტოვოთ ნატო და გაერო“. ილონ მასკმა, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა და დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირემ კი მოკლედ უპასუხა: „ვეთანხმები“.
ჩამოტვირთე მეტი