დღეს, 2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს. სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.
„გამარჯობა მე მარიამი ვარ და ჩემი აზრის დაფიქსირების გამო ხელშეკრულება აღარ გამიგრძელეს“, - ეს პოსტი მარიამ პერტიამ სოციალურ ქსელში 26 დეკემბერს გამოაქვეყნა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და ბელარუსის პრეზიდენტმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ მწვავე რეპლიკები გაცვალეს ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს (ЕЭАС) სხდომაზე, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ჩატარდა და რომლის მუშაობაშიც სომხეთის მთავრობის მეთაურმა დისტანციურად მიიღო მონაწილეობა.
29 დეკემბერს იწურება პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ “ოცნებისთვის” მიცემული ვადა: ახალი არჩევნები “კომპრომისით” თუ “რეჟიმის ჩამოშლით”. გამოცანად რჩება, გავა თუ არა ზურაბიშვილი სასახლიდან, ბიძინა ივანიშვილის რჩეულის, ყოფილი ფეხბურთელის, მიხეილ ყაველაშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაციის შემდეგ.
ირაკლი კობახიძის თანახმად, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ „ქართულ ოცნებას“ გიორგი გახარიას გათავისუფლება სურდა, რაც ერთი ზარით აღკვეთა „დიპ სტეიტმა“. ეს ტერმინი, რომელიც „ოცნებას“ არ მოუგონია, აქამდე არაერთი შეთქმულების თეორიის საფუძველი გამხდარა. მოგიყვებით, საიდან მოდის და რას ნიშნავს „დიპ სტეიტი“.
წამების წინააღმდეგ საერთაშორისო კონსორციუმმა 24 დეკემბერს საქართველოში დემონსტრანტებზე ძალადობის კვლევის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. კონსორციუმი ასკვნის, რომ იმას, რასაც 28 ნოემბრის შემდეგ აკეთებდა პოლიცია აქციაზე დაკავებული მოქალაქეების წინააღმდეგ, წამება და არასათანადო მოპყრობა ჰქვია.
მოსკოვმა რუსეთში ყველაზე პოპულარული ვიდეოჰოსტინგის, YouTube-ის დაბლოკვა და შენელება ჯერ კიდევ წლების წინ დაიწყო, თუმცა 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან ტრაფიკი მკვეთრად, 80%-ით შენელდა, რაც, ფაქტობრივად, გათიშვად შეიძლება ჩაითვალოს.
ადამიანის უფლებების დამცველები აღარ ერიდებიან სიტყვა "წამებას" საქართველოში დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობაზე საუბრისას. მეტიც, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 28 ნოემბრის შემდეგ ჩადენილ სისტემურ დანაშაულებს და რეპრესიებს ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აფასებს.
პროევროპული საპროტესტო აქციების ფონზე „ქართულ ოცნებას“ საჯაროდ ბიზნესმენების ერთი ჯგუფი უჭერს მხარს და ივანიშვილის პარტიის გზავნილებს იმეორებს „ომის საფრთხისა“ და „ევროკავშირისკენ ღირსეული სვლის“ შესახებ. 2300-ს აღწევს იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც კრიზისის დაძლევის გზად ახალ არჩევნებს მიიჩნევენ.
35 წლის წინ, 1989 წლის 25 დეკემბერს, სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, ქალაქ ტარგოვიშტეს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, ჯარისკაცების ტუალეტის კედელთან, დახვრიტეს დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ, რომელიც რუმინეთს 25 წლის განმავლობაში მართავდა.
ჩამოტვირთე მეტი