შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) იუწყება, რომ საქართველოდან აძევებს უცხო ქვეყნების 25 მოქალაქეს, რომლებიც, უწყების თანახმად, ნოემბერ-დეკემბერში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. შსს-ს ცნობით, ათმა მათგანმა ქვეყანა უკვე დატოვა.
პრობაციის ეროვნული ბიუროდან მაღალკვალიფიციური კადრების გათავისუფლების პროცესი გრძელდება, რასაც ახლა უკვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ახლახან შეტანილი ცვლილებები აადვილებს.
2025 წლის მთავარი საფინანსო კანონი - სახელმწიფო ბიუჯეტი „ქართული ოცნების“ პარლამენტში 10 დეკემბერს, 88 ხმით დაამტკიცეს. გაზრდილია როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების ნაწილი; რიცხვებში დასავლელ პარტნიორებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მძაფრი დაძაბულობაც არის ასახული.
სოციალური მუშაკები პრობაციის ეროვნულ სააგენტოს სასამართლოში უჩივიან - სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის გამო; ხოლო პროფკავშირი - სოციალურ მუშაკთა გაერთიანება - დამსაქმებელთან კოლექტიურ დავას იწყებს.
2023 წლის ბოლოს საქართველო EU-ში გაწევრიანების კანდიდატი გახდა. ერთი წლის შემდეგ, ევროკავშირთან მისი დაახლოება ორმხრივადაა გაჩერებული. 2024 წელს, საქართველოში ასევე შესუსტდა ევროკავშირის წევრობისთვის აუცილებელი ორი ბურჯი: ადამიანის უფლებების დაცვა და პრესის თავისუფლება.
ათი კარგი ამბის შეგროვებას ვგეგმავდით, მაგრამ შვიდიც კი ძლივს გავიხსენეთ. მოხდა კი რამე კარგი? - მძიმე პოლიტიკური კრიზისებით სავსე ერთი წლიდან გამოვარჩიეთ ის მოვლენები, რომლებმაც ბევრი ერთნაირად გაახარა, გააღიმა და სიამაყით აავსო. ამბების დიდი ნაწილი სპორტულ და კულტურულ წარმატებებს უკავშირდება.
პარლამენტში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ვიყავით, მაგრამ მაინც დიდ ეკრანზე ვუყურეთ - რა ხდებოდა კულისებს მიღმა?
ჩამოტვირთე მეტი