Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ“, - სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლიდან მიმართვას ავრცელებს


კადრი სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვიდან
კადრი სალომე ზურაბიშვილის ვიდეომიმართვიდან

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე, ორბელიანის სასახლიდან 34 წამიან ვიდეომიმართვას ავრცელებს და მოუწოდებს საზოგადოებას ხვალ, 10:00 საათზე პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ. ის სამოქმედო გეგმის შესახებ საუბარს გეგმავს.

„მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ, დილის 10 საათზე, გელოდებით ორბელიანების სასახლესთან და აქედან გეტყვით როგორი იქნება ხვალინდელი დღე. გეტყვით, როგორი იქნება შემდეგი დღეები და როგორი იქნება გამარჯვების დღეები“, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართება. მის ლეგიტიმაციას არ აღიარებს ოპოზიცია და საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი. ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე აშშ-მ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები გამოაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბრის პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე თქვა, რომ მან პრეზიდენტის რეზიდენცია “ფანჩატურად აქცია” და, რომ 29 დეკემბრის შემდეგ ის შეიძლება ციხეში მოხვდეს.

კობახიძე ამბობს, რომ თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტის რეზიდენციაში გამაგრდა, ეს სისხლის სამართლის დანაშაული იქნება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG