2024 წლის 15 დეკემბერს ძლიერი შტორმის დროს ქერჩის სრუტეში კატასტროფა განიცადა ნავთობპროდუქტებით დატვირთულმა ორმა რუსულმა ტანკერმა, რომლებსაც დაახლოებით 9,2 ათასი ტონა მაზუთი გადაჰქონდათ.
ამერიკული FOX News-ის ცნობით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დღეს წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მოკავშირეების მთავრობის აღიარებაზე უარის თქმას, საქართველოს ლეგიტიმურ ლიდერად სალომე ზურაბიშვილის ცნობას და ახალი არჩევნების მოთხოვნას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის დამცველებმა კურსკის რეგიონში რუსეთის არმიის 94 თავდასხმა მოიგერიეს.
გამოძიების დასრულებამდე ქართველი მეზღვაურები ფინეთის ყურეში დაკავებულ ტანკერს სავარაუდოდ ვერ დატოვებენ. ტანკერი Eagle S-ი დივერსიასა და რუსეთის სანქციების დარღვევაშია ეჭვმიტანილი. სისხლის სამართლის გამოძიება შესაძლოა თვეზე მეტხანს გაგრძელდეს.
საბჭოთა კავშირში ახალი წელი ყველაზე სახალხო და იდეოლოგიურად ნეიტრალურ დღესასწაულად მიიჩნეოდა, თუმცა, როგორც ისტორიკოსები და კულტურის მკვლევრები გვარწმუნებენ, საქმე მთლად ასე მარტივადაც არ ყოფილა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიჩნევს, რომ უკრაინის კონტროლი რუსეთის კურსკის რეგიონის ნაწილზე მნიშვნელოვანია ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი მომავალი მოლაპარაკებისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) იუწყება, რომ საქართველოდან აძევებს უცხო ქვეყნების 25 მოქალაქეს, რომლებიც, უწყების თანახმად, ნოემბერ-დეკემბერში გამართულ საპროტესტო აქციებში მონაწილეობდნენ. შსს-ს ცნობით, ათმა მათგანმა ქვეყანა უკვე დატოვა.
პრობაციის ეროვნული ბიუროდან მაღალკვალიფიციური კადრების გათავისუფლების პროცესი გრძელდება, რასაც ახლა უკვე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ახლახან შეტანილი ცვლილებები აადვილებს.
2025 წლის მთავარი საფინანსო კანონი - სახელმწიფო ბიუჯეტი „ქართული ოცნების“ პარლამენტში 10 დეკემბერს, 88 ხმით დაამტკიცეს. გაზრდილია როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯების ნაწილი; რიცხვებში დასავლელ პარტნიორებსა და „ქართულ ოცნებას“ შორის მძაფრი დაძაბულობაც არის ასახული.
სოციალური მუშაკები პრობაციის ეროვნულ სააგენტოს სასამართლოში უჩივიან - სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის გამო; ხოლო პროფკავშირი - სოციალურ მუშაკთა გაერთიანება - დამსაქმებელთან კოლექტიურ დავას იწყებს.
ჩამოტვირთე მეტი