„ქართული ოცნების“ წევრზე, ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
4 დეკემბერს, დაახლოებით ერთი საათის ინტერვალით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დააკავეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, გაჩხრიკეს პოლიტიკური პარტიების ოფისები და აქტივისტური ჯგუფის წარმომადგენლების ბინები.
სომეხი პოლიტოლოგი ედგარ ვარდანიანი თანაავტორია 2024 წელს გამოცემული მონოგრაფიისა „რუსული პროპაგანდის იდეოლოგიური ნარატივები და მათი გამოძახილები საქართველოსა და სომხეთში“, რომელიც ეძღვნება იმას, თუ როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა კავკასიის ორ ქვეყანაში.
თითქმის ერთი კვირაა, თბილისში, პოლიცია მომიტინგეების წინააღმდეგ მთელი ღამის განმავლობაში, გათენებამდე, იყენებს ცრემლსადენ გაზსა და „წიწაკის სპრეის“, რომელთა გამოყენებაც, საერთაშორისო რეგულაციებით, განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სოკ იოლის მცდელობა, შემოეღო სამხედრო მდგომარეობა, მარცხით დასრულდა. ექვსი საათის შემდეგ სამხრეთ კორეის პარლამენტმა მხარი დაუჭირა სამხედრო მდგომარეობის გაუქმების გადაწყვეტილებას. ქვეყნის პარლამენტმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.
4 დეკემბრისთვის პროევროპულ აქციებზე თითქმის სამასამდე ადამიანია დაკავებული - მათი უმეტესობა ამბობს, რომ დაკავებისას სასტიკი ანგარიშსწორების სამიზნე გახდა.
საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ცნობები საქართველოში საპროტესტო აქციებისას დაკავებულ რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებსაც საემიგრაციო სამსახური ქვეყნიდან აძევებს. რადიო თავისუფლებას თავის ისტორიას უყვება გელა მეგრელიძე, რომელიც აქციაზე დაკავების შემდეგ მიგრაციის სამსახურში დაიბარეს.
"წამებაა დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა", - ასე აფასებს სახალხო დამცველი პროევროპულ აქციებზე დაკავებულების და ნაცემების წინააღმდეგ გამოყენებულ არაპროპორციულ ძალას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, პოლიცია დანაშაულს სჩადის.
შუაღამიდან დილამდე, თითქმის ერთი კვირაა, ძალოვნები რუსთაველის გამზირზე პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით შლიან. გაზის კაფსულებს ხშირად ისვრიან მომიტინგეების მჭიდრო ნაკადშიც.
სახალხო დამცველის განცხადებით, დაზიანებების ადგილი და სიმძიმე, რომელიც პოლიციელებმა დემონსტრანტებს მიაყენეს, პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო პროპორციულ ძალას უყენებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქეების პროცესები
ჩამოტვირთე მეტი