ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა ნაწილმა გამართა საპროტესტო აქცია “ერთად ევროპისკენ”.
დასავლური მედია წერს, რომ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა მორიგი დარტყმაა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის.
14 დეკემბერს, საქართველოს ისტორიაში პირველ არაპირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნებში, - რომლის ლეგიტიმურობას მოქმედი პრეზიდენტი და სამართლის ექსპერტების დიდი ნაწილი არ ცნობენ,- „ქართული ოცნების“ საარჩევნო კოლეგიამ კენჭი ერთადერთ კანდიდატს, მიხეილ ყაველაშვილს უყარა.
როცა „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის რჩეულს საქართველოს პრეზიდენტად ირჩევდა, მომიტინგეები პარლამენტის შენობის წინ ფეხბურთს თამაშობდნენ. ახალგაზრდები აქციაზე დიპლომებით მივიდნენ. ცნობილი ფაქტია, რომ ყოფილ ფეხბურთელსა და ყოფილ პარლამენტარს - 53 წლის მიხეილ ყაველაშვილს უმაღლესი განათლება არ აქვს.
ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე, მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი - ყველა მათგანი საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პირდაპირი საარჩევნო უფლებით არჩეული პრეზიდენტია. სხვა მხრივ მათ არჩევას, მმართველობასა და ძალაუფლებისათვის ბრძოლას საერთო ბევრი არაფერი აქვს.
112-მა პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების დაწყების შემდეგ შეისყიდა ჩინური წარმოების 30 სათვალთვალო კამერა, რომლებსაც ადამიანების სახისა და ემოციების ამოცნობა შეუძლია.
სირიიდან კრემლის ერთგული დიქტატორის გაქცევის შემდეგ, რუსი პროპაგანდისტები ღელავენ, რატომ არ უჩანს საქართველოში პროტესტს დასასრული.
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მუშაობს საქართველოს მთავრობისადმი უსამართლო დამოკიდებულების მქონე ქვეყნების სიაზე. ანალიტიკოსების თქმით, ეს ინიციატივა ჰგავს რუსეთის „არამეგობრული ქვეყნების“ სიას და „რუსული სახელმძღვანელოდანაა“.
ევროკავშირის მომხრეთა მასშტაბური პროტესტის პარალელურად, სულ უფრო იზრდება მოლოდინი, რომ ევროკავშირი და ამერიკა მწვავე განცხადებებს გასცდებიან და „ქართული ოცნების“ ლიდერებს ქმედით სანქციებს დაუწესებენ.
პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს ყველაზე ხშირად ექვსი მოსამართლე განიხილავს: კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, ზვიად ცეკვავა, ნინო ენუქიძე და მანუჩარ ცაცუა. ამ სტატიაში მათ შესახებ მოგიყვებით.
ჩამოტვირთე მეტი