2015 წელს სირიის სამოქალაქო ომში ჩარევით მოსკოვმა დაამტკიცა, რომ იბრუნებდა გლობალური ძალის სტატუსს და დასავლეთის საპირწონე ხდებოდა რეგიონში. ახლა კი სირიაში განვითარებული მოვლენები საფრთხეს უქმნის რუსეთის გლობალურ ამბიციებს.
შეიარაღებული ისლამისტური ჯგუფების ელვისებური შეტევა ჩრდილოეთ სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმიის წინააღმდეგ მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც დამასკისა და მისი მოკავშირეებისთვის (თეირანი, მოსკოვი), ასევე მთელი მსოფლიოსთვის.
ბოლო ხუთი დღეა თბილისის საქალაქო სასამართლო განსაკუთრებით გადაიტვირთა. დილიდან საღამომდე, რამდენიმე სხდომათა დარბაზში, ხშირად პარალელურადაც, აქციებზე დაკავებულებს ასამართლებენ. გზის გადაკეტვის საქმეებს რუსთაველის გამზირზე დაკავებულთა პროცესებიც დაემატა.
რუსული პროპაგანდა საქართველოს პრეზიდენტს უტევს და "ქართულ ოცნებას" მისი დაკავებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, ის ამართლებს პოლიციურ ძალადობას საქართველოში. ზუსტად ისეთივე ფორმულირებით, როგორითაც მმართველი პარტია.
საქართველოს პარალელურად აქციებს მართავენ ემიგრანტებიც. პროტესტი არ წყდება ევროპისა და აშშ-ის ქალაქებში. ემიგრანტები ევროკავშირისა და ამერიკის დიპლომატებს სთხოვენ, საქართველოში რეპრესიების შეწყვეტასა და ახალი არჩევნების ჩატარებაში დაეხმარონ.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას - დღის წესრიგიდან 4 წლით ამოიღოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხი, მწვავე რეაქციები მოჰყვა როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
ფეიერვერკისა და რესპირატორების ყიდვა გაჭირდა. პიროტექნიკის მაღაზიებს საშემოსავლო სამსახური ამოწმებს, რესპირატორების მარაგი კი უცბად ყველგან „ამოიწურა“.
თბილისში მიმიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად უფლებადამცველი ორგანიზაციები კვლავ აღწერენ სახელმწიფოს მხრიდან სისასტიკეს. საია თვლის, რომ სისტემური დანაშაულები და რეპრესიები დემონსტრანტების წინააღმდეგ, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს.
ბრიუსელში, რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება კვლავ განიხილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ნაბიჯების საპასუხოდ“.
19 და 20 წლის ბიჭები განსასჯელის სკამზე. რვავე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ერთმა ნაწილმა ძალადობა დაგეგმა, მეორემ განახორციელა. თავად ამბობენ, რომ ერთმანეთს არ იცნობენ. მოგიყვებით, რა ხდებოდა სასამართლო პროცესზე და ვინ არიან დაკავებულები.
6 დეკემბრის მონაცემებით, პროევროპული აქციების კვალდაკვალ დაკავებულია 400-მდე ადამიანი, რომელთაგან 80-ზე მეტს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. დაკავებულთა ასაკი 15-დან 60 წლამდეა, მათი დიდი ნაწილი ჰყვება, როგორ იძალადეს და აწამეს სპეცრაზმელებმა აქციაზე დაკავებისას.
თბილისში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად უფლებადამცველი ორგანიზაციები კვლავ შეშფოთებით წერენ რეპრესიული მანქანის სისასტიკეზე. საია თვლის, რომ სისტემური დანაშაულები და რეპრესიები დემონსტრანტების წინააღმდეგ, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს.
ჩამოტვირთე მეტი