ადამიანის უფლებების დამცველები აღარ ერიდებიან სიტყვა "წამებას" საქართველოში დემონსტრანტებზე პოლიციის ძალადობაზე საუბრისას. მეტიც, საია თვლის, რომ 28 ნოემბრის შემდეგ ჩადენილი სისტემური დანაშაულები და რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს.
ევროკავშირის მომხრეთა მასშტაბურმა პროტესტმა მთელი საქართველო მოიცვა და შობა-ახალი წლის დღესასწაულებზეც იმოქმედა. საახალწლო ბაზრობას ბოიკოტს უცხადებს ასეულობით მეწარმე. მომავალს ბუნდოვნად ხედავს და ახალ არჩევნებს ითხოვს თავისუფალი ბიზნესი.
რადიო თავისუფლების რუსული სამსახური ჩეხეთში მცხოვრებ რუს პროფესორს, ისტორიკოს ანდრეი ზუბოვს ესაუბრა იმაზე, თუ როგორ ემხობიან დიქტატორები და ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც უკანასკნელ მომენტამდე ურღვევი სიმტკიცის შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შემდეგ, დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან გაწევრების მოლაპარაკებების გახსნა, - რის შემდეგაც თითქმის სამი კვირაა, საპროტესტო აქციები იმართება, - უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა, - ეუბნებიან რადიო თავისუფლებას უძრავი ქონების სააგენტოები.
16 დეკემბერს თბილისში მწერლებმა და გამომცემლებმა მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ხელახალ არჩევნებსა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ითხოვენ.
აფხაზეთში კვლავ მძიმე ენერგეტიკული კრიზია. ათობით ათასი ადამიანი დღის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგიის, გათბობისა და სასმელი წყლის გარეშე ატარებს. სკოლებსა და ბაღებში იძულებითი არდადეგებია გამოცხადებული. შეფერხებით მუშაობენ პურის საცხობები და მომსახურების ობიექტები.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 16 დეკემბრის შეხვედრაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს. შედეგად, ევროკავშირი იწყებს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების პროცედურას და ამ ეტაპზე არ უწესებს სანქციებს „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს.
საქართველოს კონსტიტუციით, არაპირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტს იგივე უფლებები აქვს, რაც პირდაპირი წესით არჩეულს ჰქონდა. თუმცა ისედაც შეზღუდული ეს უფლებები კიდევ უფრო სუსტად გამოიყურება ერთპარტიული მმართველობისა და მმართველი პარტიისადმი პრეზიდენტის სრული ლოიალურობის პირობებში.
რუსთაველზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე დაკავებული და ნაცემი ასობით ადამიანი მობილურ ტელეფონებს, ყურსასმენებს, საფულეებს, საბანკო ბარათებსა და სხვა პირად ნივთებს ეძებს.
ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა ნაწილმა გამართა საპროტესტო აქცია “ერთად ევროპისკენ”.
დასავლური მედია წერს, რომ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევა მორიგი დარტყმაა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის.
ჩამოტვირთე მეტი