Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში მასწავლებელთა აქცია გაიმართა


მასწავლებლების ნაწილმა მარში მოაწყო აჭარის მთავრობის სახლისკენ და შეუერთდა იქ მიმდინარე პროევროპულ აქციას, რომელიც უკვე მეთვრამეტე დღეა, ბათუმშიც მიმდინარეობს.
მასწავლებლების ნაწილმა მარში მოაწყო აჭარის მთავრობის სახლისკენ და შეუერთდა იქ მიმდინარე პროევროპულ აქციას, რომელიც უკვე მეთვრამეტე დღეა, ბათუმშიც მიმდინარეობს.

ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებელთა ნაწილმა გამართა საპროტესტო აქცია “ერთად ევროპისკენ”. 

“უსაფრთხო გარემო”, “ღირსეული ცხოვრება”, “გამოხატვის თავისუფლება”, “ხარისხიანი განათლება”, “ბავშვებზე მოძალადე რუსულ რეჟიმს არ შევეგუებით” - ეწერა მასწავლებელთა თვითორგანიზებული ჯგუფის მიერ მოწყობილი აქციის მონაწილეთა ტრანსპარანტებზე.

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელმა ლია გოლიაძემ თქვა, რომ ყველაზე მთავარი მოთხოვნა კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესრულებაა:

“ევროპული არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა და ეს არის ჩვენი შვილების მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი. რა თქმა უნდა, ჩვენი საუკეთესო შვილები უნდა გამოვიდნენ ციხიდან და მათ უნდა მიეცეთ სწორედ ის ევროპული და თავისუფალი სივრცე. ერის უმრავლესობა იმავე აზრზეა და ევროპული კურსიდან გადახვევა არაფრით არ შეიძლება. დღეს ბევრი სკოლაა აქ, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ უფრო გავბევრდებით და მთელი ერი დადგება ერთ აზრზე”.

მასწავლებლების ნაწილმა მარში მოაწყო აჭარის მთავრობის სახლისკენ და შეუერთდა იქ მიმდინარე პროევროპულ აქციას, რომელიც უკვე მეთვრამეტე დღეა, ბათუმშიც მიმდინარეობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG