თბილისის მერიამ, რომელიც 2025 წლის პირველ ნახევარში გეგმავდა დედაქალაქში რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყებას, სარეაბილიტაციო სამუშაოები მომდევნო წლისთვის გადადო.
გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ დამატებითი სანქციები დაუწესა თანამდებობის პირებს საქართველოდან.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი დასავლური ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.
ყველაფერი ხდება, შეიძლება რაღაც გაფუჭდეს, ხომ? მუდმივი არაფერი არ არის, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი ბეჟან წაქაძე სვეტიცხოველში წყლის ჩასვლას.
„საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაცია“ (საა) ნარკოტიკების შესახებ კანონმდებლობის დაანონსებული გამკაცრების გამო აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“, აცხადებს, რომ ნარკოკანონმდებლობა არც აქამდე არ ყოფილა ლიბერალური, ხოლო ეს რეფორმა „დესტრუქციულია“ და უნდა შეჩერდეს.
მომღერალი მარიამ შენგელია, რომელიც 2025 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე საქართველოს სახელით იასპარეზებს, აცხადებს, რომ მისი წლევანდელი სიმღერის გზავნილი „მშვიდობაა“, - მიუხედავად იმისა, რომ სიმღერას „თავისუფლება“ ჰქვია.
კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის საჩივრის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2800 ლარით დააჯარიმა „ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი]. მას პასუხისმგებლობა დააკისრეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობის) მუხლით.
თბილისის ერთ-ერთ ხალხმრავალ მეტროსადგურ „სამგორის“ ერთ-ერთ შესასვლელთან 2024 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, წყლის ჟონვით დაზიანებული ბათქაში ჩამოიშალა. შემთხვევა დილით, "პიკის საათში" მოხდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ვერ დატოვებენ რეაგირების გარეშე იმ თანამშრომლების განცხადებებს, რომლებშიც საუბარია ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
ჩამოტვირთე მეტი