„ქართული ოცნების“ წევრებით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ მეექვსე პრეზიდენტად არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის ნაცვლად მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესცენტრი ავრცელებს.
58 წლის ბიზნესმენის ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ გელა უძილაურს პატიმრობა შეეფარდა. ის დუმილის უფლებას იყენებს. პროკურორი არ პასუხობს კითხვას, რა მიაჩნია გამოძიებას მკვლელობის მოტივად. საქმეში ბევრი საინტერესო გარემოებაა.
სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. ამის თქმის საშუალებას უწყებას აძლევს ომბუდსმენის რწმუნებულის მიერ პატიმრის მონახულების შემდეგ გაკეთებული დასკვნა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოების წინააღმდეგ გამოცხადებულ ომს უწოდებს „ქართული ოცნების“ იმ გადაწყვეტილებებს, რომლებითაც ცდილობს, დემონსტრაციები შეზღუდოს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ OC Media-ს ფოტოგრაფი მარიამ ნიკურაძე, რომელიც ამავე გამოცემის თანადამფუძნებელიც არის, „გზის გადაკეტვისთვის“ ორჯერ დააჯარიმა, ჯამში 10 ათასი ლარით.
ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე ინგლისისა და უელსის უზენაეს სასამართლოშიც დამარცხდა ყოფილ პარტნიორებთან დავაში და 170 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
ჩამოტვირთე მეტი