Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს პრინციპით "175-175-ზე"

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს პრინციპით "175-175-ზე"


უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს პრინციპით "175-175-ზე". 2025 წლის 19 მარტი
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები გაცვალეს პრინციპით "175-175-ზე". 2025 წლის 19 მარტი

რუსეთმა და უკრაინამ გაცვალეს ტყვეები, ინიციატივის ფარგლებში თითოეული მხრიდან გათავისუფლებულ იქნა 175 პირი. ამ ცნობას საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ამ განცხადების თანახმად, უკრაინას "კეთილი ნების ჟესტის" ფორმით ასევე გადაეცა 22 მძიმედ დაჭრილი სამხედრო, რომლებსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ. მანამდე კრემლი აცხადებდა, რომ გეგმავდა 23 დაჭრილი სამხედროს გადაცემას.

ტყვეთა გაცვლის შესახებ ინფორმაცია კრემლმა გაავრცელა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის 18 მარტს გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ გაცვლის ოპერაციის შუამავალი იყო არაბთა გაერთიანებული საამიროები.

ტყვეთა გაცვლის ოპერაციის ჩატარება 19 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG