„საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ ბრალდებით დაყადაღებული საქველმოქმედო ფონდების გაჩერება მხოლოდ აქციების მონაწილეებს არ შეეხებათ. ამ ფონდების ნაწილი დემონსტრანტების გარდა, ჯანმრთელობის პრობლემებისა და ფინანსური სირთულეების მქონეებსაც ეხმარებოდა.
გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა რადიო თავისუფლებამ, აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან დაფინანსების შეწყვეტის მიუხედავად, მუშაობის გაგრძელება შეძლოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ყაზახეთში დააკავეს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, 2004-12 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი ლევან ვარშალომიძე. პარტიის ცნობითვე, დაკავება რუსეთის ფედერაციის მოთხოვნას უკავშირდება.
სასამართლოს მიერ მზია ამაღლობელის დაჯარიმების შემდეგ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე, რომელიც მედიამენეჯერის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოხვდება და ამაღლობელის სიმართლე დამტკიცდება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ თემურ ქათამაძეს, რომელიც საზოგადოებაში „ბათუმელი მედროშის“ სახელით არის ცნობილი, უარი უთხრა საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე. გადაწყვეტილება დღეს, 18 მარტს, გახდა ცნობილი.
ჩამოტვირთე მეტი