Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მოსკოვს სურს, აშშ-ს საკუთარი გარიგება შესთავაზოს იშვიათ მიწათა წიაღისეულის სფეროში

მოსკოვს სურს, აშშ-ს საკუთარი გარიგება შესთავაზოს იშვიათ მიწათა წიაღისეულის სფეროში


კირილ დმიტრიევი. ელ-რიადი, 18 თებერვალი, 2025.
კირილ დმიტრიევი. ელ-რიადი, 18 თებერვალი, 2025.

მოსკოვი განიხილავს აშშ-სთან იშვიათ მიწათა სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობას. ამის თაობაზე განაცხადა რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ხელმძღვანელმა და რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა.

„რუსეთს მოეპოვება იშვიათ მიწათა მარაგები, რომლებიც მრავალჯერ აღემატება უკრაინისას და ისინი ბევრად უფრო ეკონომიურია მათი მოპოვების თვალსაზრისით. ჩვენ ღია ვართ იმის მიმართ, რომ ამერიკელმა პარტნიორებმა ინვესტიციები ჩადონ ამ საბადოებში, არის სხვადასხვა ტექნოლოგია, რომელთა გამოყენება აუცილებელია ამ საბადოების ასათვისებლად,“ მოჰყავს დმიტრიევის სიტყვები „ინტერფაქსს“.

ადრე თეთრმა სახლმა და კიევმა გამოაცხადეს, რომ დაგეგმილია ერთობლივი ამერიკულ-უკრაინული საინვესტიციო ფონდის შექმნა იშვიათ მიწათა ლითონებისა და თანამედროვე მრეწველობისთვის აუცილებელი სხვა ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამ შეთანხმებას განიხილავს კომპენსაციად უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სანაცვლოდ.

ვარაუდობდნენ, რომ შესაბამის შეთანხმებას აშშ და უკრაინა ხელს მოაწერდნენ 28 თებერვალს, როცა ვაშინგტონში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. მაგრამ მას შემდეგ, რაც თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შელაპარაკება მოხდა, ერთი მხრივ, ზელენსკისა და, მეორე მხრივ, ტრამპსა და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის, ხელის მოწერა ჩაიშალა.

მოგვიანებით მხარეებმა მაინც მოახერხეს ამ საკითხში საერთო ენის გამონახვა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG