თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ მეექვსე თაობის ავიაგამანადგურებლის შექმნაზე ტენდერში გაიმარჯვა კორპორაცია Boeing-მა. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა წინადადებების მოთხოვნის შესახებ 2023 წელს გამოაცხადა. მოსალოდნელია, რომ პენტაგონი მინიმუმ 200 ასეთ თვითმფრინავს შეიძენს.
Boeing-ის გამარჯვება ტენდერში სახელწოდებით Next Generation Air Dominance Fighter, პარასკევს გამოაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთთან ერთად. თვითმფრინავი ექსპლუატაციაში შევა F-47-ის სახელით.
სამხედრო-საჰაერო ძალებს სურს ახალი თვითმფრინავი, რომელიც დიაპაზონით, სიჩქარითა და შენიღბულობით წინააღმდეგობას გაუწევს ისეთი პოტენციური მეტოქეების შეიარაღების არსებულ და პერსპექტიულ სისტემებს, როგორებიცაა რუსეთი და ჩინეთი. გამანადგურებელს, სავარაუდოდ, თან ახლდება ავტომატური დრონი-კომპანიონები.
თვითმფრინავის შექმნისა და საწყისი წარმოების კონტრაქტი 20 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, იტყობინება Reuters-ი. პროგნოზის მიხედვით, თითოეული თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით 300 მილიონი დოლარი იქნება, რაც ნიშნავს, რომ პროგრამის მთლიანმა ღირებულებამ შეიძლება 60 მილიარდ დოლარს გადააჭარბოს.
შეიარაღებულ ძალებში F-47 ჩაანაცვლებს Lockheed Martin-ის მიერ შექმნილ F-22-ს. ახალი გამანადგურებლის ტენდერში ეს კორპორაციაც მონაწილეობდა, მაგრამ წააგო.
ფორუმი