საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილი მინისტრი გიორგი ამილახვარი, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დატოვა თანამდებობა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU-ს) კონსულტანტად დაინიშნა.
ევროკავშირი განიხილავს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების შესაძლო დაფინანსებას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს მიერ გრანტის შეწყვეტის შემდეგ. RFE/RL-ის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე კი სააგენტოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და ამბობს, რომ კომპანია აპირებს სამართლებრივ ბრძოლას.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ნარკოპოლიტიკის რეფორმის“ ფარგლებში პარტიას შემოაქვს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვით შესაძლებელი იქნება, რომ ნარკოდანაშაულზე სასჯელის სახით პირს „სავალდებულო მკურნალობა“ შეეფარდოს.
14 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან 27 წლის არჩილ წუწუნავას მეგობრები შეიკრიბნენ, პროტესტის ნიშნად... არჩილი 2024 წლის 15 ივლისს მოკლეს. მისი მკვლელობიდან 8 თვე გავიდა და სასამართლომ ნაფიცი მსაჯულების შეკრება ვერ მოახერხა. 12 მსაჯულიდან, მხოლოდ 6 არის შერჩეული.
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მაუწყებლებისთვის დაწესებული შეზღუდვები არ გავრცელდება ზოგადად ონლაინმედიაზე და შეეხება მხოლოდ მაუწყებლების ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებს. მანამდე მისმა თანაგუნდელმა არჩილ გორდულაძემ თქვა, რომ შეზღუდვები ონლაინმედიასაც შეეხებოდა.
მეუღლის ცნობით, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე, სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი, რომელსაც 3 თებერვალს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, სხვა, დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 14 მარტს, გვიან ღამით ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
იმ საქველმოქმედო ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებითაც პროევროპული აქციების მონაწილეთა ჯარიმებსა და საჭიროებებს ფარავდნენ, დააყადაღეს მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიმართვით პროკურატურაში აღძრული „საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ საქმის ფარგლებში.
ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი (დემოკრატი ნიუ-ჰემპშირიდან) აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს შემცირების გამო. ეს სააგენტო კურირებს „ამერიკის ხმასა“ და რადიო თავისუფლებას.
ჩამოტვირთე მეტი