ავტობაზის აშენება 2024 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ვადამ ექვსი თვით გადაიწია და ორ წლამდე გახანგრძლივდა. წესით, თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, თბილისის მერია შეძლებს 160-ვე ავტობუსის ხაზებზე გაშვებას.
„მომწოდებლის მიერ ნაკისრი ყველა ვალდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით შესრულებულია, ავტობუსები სრულად არის გადმოცემული. ამ ეტაპზე ექსპლუატაციაში იმყოფება 76 ერთეული M3 კატეგორიის 18-მეტრიანი ავტობუსი. მე-4 ავტობაზის მშენებლობის დასრულებისთანავე, სრულად განხორციელდება ყველა დანარჩენი ავტობუსის ექსპლუატაცია“, - აცნობეს თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიიდან რადიო თავისუფლებას.
თბილისის მერიამ 160 ერთეული ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსის შესაძენად ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გააფორმა. ერთი ავტობუსის ყიდვა 1 618 759 ლარი დაჯდა, ჯამში კი - 259 მილიონი ლარი.
ეს ავტობუსები 2023 წელსაა გამოშვებული, აქვს 43 დასაჯდომი ადგილი და იტევს 162 მგზავრს. მაქსიმალური სიჩქარე 80კმ/სთ-ია. აქვს wifi 100 მგზავრის წვდომის შესაძლებლობით, usb-დამტენები, გამოცხადების სისტემა, საინფორმაციო დაფა.
ფორუმი