Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სამხედრო ხარჯების გაზრდის საშუალებას იძლევა

ბუნდესტაგმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც სამხედრო ხარჯების გაზრდის საშუალებას იძლევა


ბუნდესტაგის შენობა. ბერლინი, 5 მარტი, 2013.
ბუნდესტაგის შენობა. ბერლინი, 5 მარტი, 2013.

გერმანიის ფედერალურმა პარლამენტმა, ბუნდესტაგმა, დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ასუსტებს წესს თავდაცვის ხარჯების „ვალის დამუხრუჭების“ შესახებ. კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა 512-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 206, თავი არავის შეუკავებია. კენჭისყრა გაიმართა ბუნდესტაგის სხდომაზე, რომელიც ბოლო იყო ახალი მმართველი კოალიციის შექმნამდე.

„ვალის მუხრუჭი“ არის გერმანიის კონსტიტუციაში ფიქსირებული მექანიზმი, რომელიც ხელს უშლის მთავრობას ყოველწლიურად გაზარდოს სახელმწიფო ვალი მშპ-ს 0,35%-ზე მეტად, გარდა საგანგებო სიტუაციებისა. დამტკიცებული კანონპროექტი თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებს, რომლებიც მშპ-ს 1%-ს აღემატება, შეზღუდვებისაგან ათავისუფლებს. გამონაკლისი ასევე ეხება უკრაინის დახმარებას, რომელიც პოტენციურად მილიარდებს ათავისუფლებს ქვეყნის დასახმარებლად.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს 500 მილიარდი ევროს ოდენობის სპეციალური ფონდის შექმნას ინფრასტრუქტურაში დამატებითი ინვესტიციებისთვის.

ახლა კანონპროექტი უნდა დაამტკიცოს ბუნდესრატმა, ფედერალური მხარეების წარმომადგენლობითმა ორგანომ. შემდეგ, მათი თანხმობის შემთხვევაში, დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG