Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ტრამპისა და პუტინის სატელეფონო მოლაპარაკებები ჯერაც გრძელდება

ტრამპისა და პუტინის სატელეფონო მოლაპარაკებები ჯერაც გრძელდება


ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და დონალდ ტამპი (კოლაჟი)
ვლადიმირ პუტინი (მარცხნივ) და დონალდ ტამპი (კოლაჟი)

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პრესმდივანი დენ სკავინო იტყობინება, რომ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო მოლაპარაკებები არ დასრულებულა.

„ახალი ინფორმაცია. სატელეფონო საუბარი ჯერაც გრძელდება“, დაწერა მან სოცქსელში.


ორ პრეზიდენტს შორის სატელეფონო მოლაპარაკებები გრინვიჩის დროით 14:00-ზე დაიწყო (თბილისის დროით 18:00), ტრამპი და პუტინი საათ-ნახევარზე მეტ ხანს საუბრობენ.

რუსეთის პრეზიდენტი ტრამპთან საუბრამდე სიტყვით გამოვიდა რუსეთის მრეწველთა და მეწარმეთა კავშირის ყრილობაზე. პრეზიდენტის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინი ყრილობაზე მივიდა ტრამპთან საუბრის მოსალოდნელ დასაწყისამდე ნახევარი საათით ადრე.

ამის შედეგად აშშ-ის პრეზიდენტთან მისი საუბარი დაგეგმილზე დაახლოებით ერთი საათით უფრო გვიან დაიწყო.

მოლაპარაკებების მთავარი მიზანია, რუსეთსა და უკრაინას შორის მიღწეულ იქნეს 30-დღიანი საზავო შეთანხმება, რომლის წინადადებითაც ვაშინგტონი გამოვიდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG