აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი სატელეფონო მოლაპარაკებები მიეძღვნება იმას, რუსეთი რა ტერიტორიებსა და აქტივებს შეინარჩუნებს უკრაინის წინააღმდეგ ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში.
როგორც The New York Times (NYT) იტყობინება, თეთრი სახლის წარმომადგენლების განცხადებებიდან ჩანს, რომ რუსეთი აუცილებლად შეინარჩუნებს უკრაინისგან ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულს.
გამოცემის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციამ მკაფიოდ განსაზღვრა, რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტზე შეინარჩუნებს კონტროლს.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანაშემწეებმა თებერვალში შეშფოთება გამოხატეს, რომ ტრამპმა შესაძლოა პუტინის სხვა სურვილებიც დააკმაყოფილოს, კერძოდ, „ოდესის კრიტიკულად მნიშვნელოვან პორტთან“ დაკავშირებით.
„ჩვენ ვილაპარაკებთ ტერიტორიებზე, ტერიტორიის დიდ მოცულობაზე,“ აღნიშნა ტრამპმა. „ის [სიტუაცია] ძლიერ განსხვავდება იმისგან, რაც ომამდე იყო, როგორც იცით. ჩვენ ვისაუბრებთ ტერიტორიებზე, ვისაუბრებთ ელექტროსადგურებზე,” აღნიშნა მან.
ადრე აშშ-მა კიევისგან მიიღო დასტური, რომ უკრაინა ხელს მოაწერს 30-დღიანი ზავის შესახებ შეთანხმებას. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ამ შეთანხმების „ბევრი ელემენტი“ უკვე შეთანხმებულია მოსკოვთან.
ფორუმი