Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პატიმრობაში მყოფი გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა საყურადღებოა - სახალხო დამცველის აპარატი

პატიმრობაში მყოფი გიორგი ჩიკვაიძის მდგომარეობა საყურადღებოა - სახალხო დამცველის აპარატი


ლევან იოსელიანი - საქართველოს სახალხო დამცველი
ლევან იოსელიანი - საქართველოს სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის, გიორგი ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. ამის თქმის საშუალებას უწყებას აძლევს ომბუდსმენის რწმუნებულის მიერ პატიმრის მონახულების შემდეგ გაკეთებული დასკვნა.

„გიორგი ჩიკვაიძეს გამოცხადებული აქვს შიმშილობა. ამ დროისათვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, - წერია სახალხო დამცველის აპარატის გავრცელებულ განცხადებაში.

11 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იზა კელენჯერიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და თანხების უკანონოდ მითვისება-გაფლანგვის საქმეზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს, აღკვეთის ღონისძიება - გირაო - პატიმრობით შეუცვალა.

მის ბიზნესპარტნიორ ირაკლი პაპიაშვილს მოსამართლემ გირაო ძალაში დაუტოვა.

38 წლის ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო და საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხელისუფლებას რეკეტსა და „ბიზნესის ახევის“ მცდელობაში ადანაშაულებდა.

პროკურატურამ გიორგი ჩიკვაიძეს და მის პარტნიორს, ირაკლი პაპიაშვილს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა“, „დ“, III -„ბ“ მუხლით წარუდგინა, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას.


ფორუმი

XS
SM
MD
LG