Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუხაძემ ინგლისის უზენაეს სასამართლოშიც წააგო დავა და 170 მილიონის გადახდა დაეკისრა პარტნიორებთან ერთად

რუხაძემ ინგლისის უზენაეს სასამართლოშიც წააგო დავა და 170 მილიონის გადახდა დაეკისრა პარტნიორებთან ერთად


„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესმენი, „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე ინგლისის უზენაეს სასამართლოშიც დამარცხდა ყოფილ პარტნიორებთან დავაში.
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ბიზნესმენი, „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე ინგლისის უზენაეს სასამართლოშიც დამარცხდა ყოფილ პარტნიორებთან დავაში.

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ირაკლი რუხაძე ინგლისისა და უელსის უზენაეს სასამართლოშიც დამარცხდა ყოფილ პარტნიორებთან დავაში და 170 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

ინგლისისა და უელსის სასამართლოს უზენაესმა პალატამ 2025 წლის 19 მარტს ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.

  • სააპელაციომ კი განაჩენი 2023 წლის 21 მარტს გამოიტანა - და მანაც უცვლელად დატოვა 2022 წლის 25 ივლისის განაჩენი.
  • რუხაძესა და მის პარტნიორებს, ბენჟამენ მარსონსა და იგორ ალექსეევს, დაეკისრათ ამ რაოდენობის თანხის კომპენსაციის გადახდა კომპანიების, Revoker-ისა და Recovery Partners-ის მიმართ;
  • აქამდე კომპენსაციის ამ კომპანიებისათვის გადაცემა სასამართლოს მიერ შეჩერებული იყო.

ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს საიტზეა გამოქვეყნებული, თავდაპირველად ბიზნესგამოცემა BMG-მ გაავრცელა. ინფორმაცია ასევე გაავრცელა იურიდიულმა ფირმა A+ Consulting-მა, რომელიც რუხაძის ოპონენტებს წარმოადგენდა - საერთაშორისო იურიდიულ ფირმა Brown Rudnick-თან ერთად.

A+ Consulting-ი წერს, რომ ირაკლი რუხაძეს, იგორ ალექსეევსა და ბენჯამინ მარსონს (ასევე მათ კუთვნილ კომპანიებს - Hunnewel Partners & Park Street) დაეკისრათ 170 მლნ აშშ დოლარის გადახდა Recovery Partners GP LTD-სა და Revoker LLP-ის სასარგებლოდ.

„საქმის მიხედვით, ირაკლი რუხაძემ და მისმა თანამზრახველებმა დაარღვიეს ფიდუციარული ვალდებულებები იმ კომპანიის მიმართ, ვისთვისაც მუშაობდნენ. მათ მიითვისეს თავიანთი პრინციპალის ბიზნეს გეგმა და შედეგად, უკანონოდ მიიღეს შემოსავალი, რომელიც დაბრუნებას ექვემდებარება“, - აცხადებს იურიდიული ფირმა.

საქმე ეხება პროცესებს ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ. პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება 2018 წელს გამოიტანა.

სასამართლოს თანახმად, რუხაძემ და პარტნიორებმა „კომერციული შეთქმულება“ მოაწყვეს.

ბადრი პატარკაციშვილის მილიარდობით ღირებულების აქტივს მართავდა კომპანია Salford Capital Partners International-ი (მოკლედ, - „სალფორდი“). რუხაძეც ამ კომპანიაში მუშაობდა და ჰქონდა ე.წ. „ფიდუციური ვალდებულებები“ მის წინაშე.

სასამართლოს თანახმად კი, რუხაძემ და პარტნიორებმა „სალფორდის“ მიერ დაფუძნებული კომპანიები - Recovery-ი და Revoker-ი - პატარკაციშვილის ოჯახისათვის აქტივების დაბრუნების სქემას ჩამოაშორეს და ეს პროცესი სანაცვლოდ თავიანთი დაარსებული Hunnewel Partners-ით განახორციელეს.

„ჰავენელ პარტნერსი“ საქართველოში ფლობს „ლიბერთი ბანკს“, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას, ასევე - „იმედსა“ და GDS-ს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG