თბილისში, მთაწმინდის პარკთან, ბომბორას ქუჩის ბოლოში, რესტორან „ფუნიკულიორიდან“ ასიოდე მეტრის მოშორებით, - პარკის გარეთ, - სავარაუდოდ, ძველი ნაგებობის ჩამონგრევას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი ადამიანი კი დაშავდა.
ამერიკელი სენატორი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი დემოკრატიული პარტიიდან, ჯინ შაჰინი კოლეგებს მოუწოდებს, შეუერთდნენ და მხარი დაუჭირონ „მეგობარ აქტს“, - საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც სანქციების დაწესებასა და არაერთ ნაბიჯს მოიცავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ.
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 25 მარტს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა.
ირაკლი კობახიძის შეხვედრა „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოსთან ამავე კომპანიის ინიციატივით გაიმართა.
ოპოზიციონერი ლიდერები, ნიკა გვარამია („კოალიცია ცვლილებისთვის“) და გიორგი ვაშაძე („ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“) მხარდაჭერას უცხადებენ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიაში მიუსვლელობისთვის შესაძლო პასუხისგების გამო.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიის მიერ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გამოძახებას - მათი უარის შემდეგ, კომისია პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს. ელისაშვილი აცხადებს, რომ მას და მის თანაპარტიელებს დაპატიმრების არ ეშინიათ.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ბიზნესჯგუფის, „საქართველოს კაპიტალის“ დირექტორთა საბჭოს წევრები მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.
25 მარტს სეიმში, ლიეტუვის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სიტყვით გამოვიდა საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან ლიეტუვასა და ევროკავშირს მოუწოდა აქტიურობისაკენ, რათა შეინარჩუნონ კავშირები კავკასიის რეგიონთან და არ დაკარგონ სანდო მოკავშირე საქართველოს სახით.
ჩამოტვირთე მეტი