Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს შეხვდა


სალომე ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას შეხვდა. ფოტო არქივიდან
სალომე ზურაბიშვილი გიტანას ნაუსედას შეხვდა. ფოტო არქივიდან

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 25 მარტს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას შეხვდა.

ზურაბიშვილის პრესცენტრის ცნობით, შეხვედრისას „ხაზი გაესვა „ქართული ოცნების“ მზარდ, რეპრესიულ პოლიტიკას სამოქალაქო საზოგადოების, თავისუფალი და კრიტიკული მედიისა და პოლიტიკური სუბიექტების მიმართ“.

ამასთან:

  • „შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთიდან მომდინარე ჰიბრიდულ საფრთხეებს“;
  • „სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში ახალი არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნასა და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ მშვიდობიან გზას წარმოადგენს“;
  • ზურაბიშვილმა ლიეტუველ კოლეგასთან საქართველოსთან მიმართებით
    „ევროკავშირის ერთიან პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა“.

ამ შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ლიეტუვის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, სეიმში და ლიეტუვასა და ევროკავშირს მოუწოდა აქტიურობისაკენ, რათა შეინარჩუნონ კავშირები კავკასიის რეგიონთან და არ დაკარგონ სანდო მოკავშირე საქართველოს სახით.

ლიეტუვა პირველი ქვეყანაა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს.

ლიეტუვის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს კურსს ევროკავშირისკენ და ქვეყანაში მიმდინარე მშვიდობიან დემონსტრაციებს. ლიეტუვის მთავრობამ სავიზო სანქციები დაუწესა „ქართული ოცნების“ არაერთ მაღალჩინოსანს, ანტიდასავლური ქმედებებისა და დემონსტრაციების ჩახშობის გამო.


ფორუმი

XS
SM
MD
LG