"ვინაიდან ემიგრაციიდან არის დაბრუნებული დედაჩემი და ამაღამ მიდის, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, რომ დაუშვათ სხდომაზე", - ამ სიტყვებით მიმართა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა 30 წლის ირაკლი ქერაშვილმა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს.
„TV პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიას პარლამენტში მუშაობა ექვსი თვით აუკრძალეს. პარლამენტის აპარატის უფროსის, კახა ოქროჯანაშვილის წერილიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტმა დაარღვია შალვა პაპუაშვილის დადგენილი წესი - ინტერვიუს ჩაწერაზე უარის მიღების მიუხედავად, განაგრძო ვიდეოგადაღება.
„ქართული ოცნების“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია ოპოზიციური პარტია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღსაძრავად პროკურატურას მიმართავს. საკითხს სხდომაზე დღეს, 26 მარტს, უყარეს კენჭი - მიზეზად დასახელდა პოლიტიკოსის გამოუცხადებლობა სხდომაზე.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ახალ მემორანდუმში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს "უცხოეთის აგენტების" და ლგბტ უფლებების შეზღუდვის შესახებ კანონები.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოს შესახებ შემუშავებულ მემორანდუმში "გაუმართლებელს" უწოდებს მზია ამაღლობელის წინასწარ პატიმრობას და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
ჩამოტვირთე მეტი