Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების შედეგად 24 ადამიანი დაიღუპა


ხანძრები სამხრეთ კორეაში. ანდონი, 25 მარტი, 2025.
ხანძრები სამხრეთ კორეაში. ანდონი, 25 მარტი, 2025.

სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. ოთხშაბათს ავარია განიცადა სახანძრო ვერტმფრენმა, რის შედეგადაც დაიღუპა პილოტი, იუწყება Reuters.

ხანძრებმა, რომლებიც ძლიერმა ქარმა და მშრალმა ამინდმა გამოიწვია, გაანადგურა მთელი კვარტლები, რამაც 27000-ზე მეტი ადამიანი აიძულა, სახლები დაეტოვებინათ. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხანძარი სამხრეთ კორეაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

„ჩვენ ვაყენებთ ყველა ხელმისაწვდომ პერსონალს და აღჭურვილობას ტყის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ სიტუაცია არასახარბიელოა“, - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჰან დოკ-სუმ.

ხანძარი შაბათს გაჩნდა და ოთხშაბათს საფრთხე შეუქმნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლს - სოფელ ჰაჰოეს და პენსან სოვონის კონფუციანურ აკადემიას - თქვა ქალაქ ანდონის ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მოსალოდნელია, რომ კლიმატის ცვლილება მთელს მსოფლიოში ტყის ხანძრების გახშირებას გამოიწვევს, თქვა ტყის კატასტროფების ექსპერტმა ლი ბენგ-დუმ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG