Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ლიეტუვაში სწავლებისას დაიკარგა აშშ-ის ოთხი სამხედრო

ლიეტუვაში სწავლებისას დაიკარგა აშშ-ის ოთხი სამხედრო


საილუსტრაციო ფოტო: საერთაშორისო სამხედრო სწავლება ვილნიუსის მახლობლად. 29 მაისი, 2024.
საილუსტრაციო ფოტო: საერთაშორისო სამხედრო სწავლება ვილნიუსის მახლობლად. 29 მაისი, 2024.

ლიეტუვაში, პაბრადის პოლიგონზე, წვრთნისას გაუჩინარდა ოთხი ამერიკელი სამხედრო, იტყობინებიან Delfi და LRT ლიეტუვის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით.

პრესრელიზის თანახმად, ინციდენტის დროს სამხედროები დაგეგმილ ტაქტიკურ სწავლებაში მონაწილეობდნენ.

„დადგენილია ინციდენტის შესაძლო ადგილი, მიმდინარეობს ძებნა და სამაშველო ოპერაცია,“ თქვა ლიეტუვის არმიის მაიორმა გინტაუტას ციუნისმა.

LRT-ის წყარეობი იტყობინებიან, რომ ჯარისკაცები, შესაძლოა, გადაადგილდებოდნენ მუხლუხებიანი სამაშველო მანქანა M88-ით. გარდა ამისა, გამოცემის თანამოსაუბრეთა სიტყვებით, სამხედროები შეიძლება დაიღუპნენ. ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა.

იტყობინებიან, რომ სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ აშშ-ისა და ლიეტუვის სამხედროები, ლიეტუვის სამართალდამცავი ორგანოები და სხვა უწყებები.


ფორუმი

XS
SM
MD
LG