სახალხო დამცველი აცხადებს, რომ სამართალდამცველების მიერ სრული შემოწმების დროს - “პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება - ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა”.
სტამბოლში ასიათასობით ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში ქალაქის მერის, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის, ექრემ იმამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად.
ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ თავისმა კომპანია xAI-მ, რომელიც ავითარებს ტექნოლოგიებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში, შეიძინა თავისი სოციალური ქსელი X-ი 33 მილიარდ დოლარად.
ქართველი ფოტოჟურნალისტები და ფოტოდოკუმენტალისტები ერთობლივი განცხადებით აპროტესტებენ World Press Photo-ს გადაწყვეტილებას - რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო TASS-ის წარმომადგენლის დაჯილდოების შესახებ.
„ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპისთვის“ [ALDE] აპროტესტებს პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებასა და მის მიმართ "შემზარავ მოპყრობას“.
ოთხი ადამიანი დაიღუპა და 21 დაშავდა უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკზე რუსეთის არმიის თავდასხმის შედეგად.
შაბათს, 29 მარტს სტამბოლში შეკრებილი ათიათასობით ადამიანი პროტესტს გამოთქვამს ქალაქის მერის, ექრემ იმამოღლუს, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის მთავარი კონკურენტის, დაპატიმრების გამო.
სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, მიანმაში (ყოფილი ბირმა) მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1700-ს მიაღწია.
29 მარტს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, "ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით".
Reuters-ი რუსეთის საინფორმაციო სააგენტო Interfax-ზე დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ რუსეთის ჯარმა უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის ოლქში დაიკავა დასახლება პანტელეიმონოვკა.
ოკუპირებულ აფხაზეთში სოხუმის „სასამართლომ“ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ე.წ. კულტურის ყოფილ მინისტრს, გუდის აგრბას. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი საბიუჯეტო თანხების მითვისებაში და „მოსამართლემ“ ქონების კონფისკაციის გადაწყვეტილებაც მიიღო.
ჩამოტვირთე მეტი