Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სპორტის სასახლესთან გაგვაჩერეს, პოლიციაში გადავყავართ - აქციების მონაწილე ლექტორი

სპორტის სასახლესთან გაგვაჩერეს, პოლიციაში გადავყავართ - აქციების მონაწილე ლექტორი


გიორგი წოწკოლაური პოლიციელებთან ერთად
გიორგი წოწკოლაური პოლიციელებთან ერთად

საპროტესტო დემონსტრაციების ერთ-ერთი მონაწილე, ლექტორი გიორგი წოწკოლაური ერთწუთიან ფეისბუკლაივში ამბობს, რომ სპორტის სასახლესთან ის და მისი თანმხლები პირი პოლიციამ გააჩერა და სამმართველოში გადაჰყავთ.

განახლება: წოწკოლაური და მისი თანმხლები პირი, დაახლოებით 01:15 საათისთვის, სამმართველოდან გამოუშვეს.

„ვერ გავიგე რა ხდება, გაგვაჩერეს სპორტის სასახლესთან და გადავყავართ ქალაქის სამმართველოში“, - ამბობს წოწკოლაური ვიდეოში.

მას შემდეგ, რაც ის აღნიშნავს, რომ არ იცის, რა მიზნით გადაჰყავთ, პოლიციელი ამბობს: „იდენტიფიცირების მიზნით“.

თუმცა წოწკოლაური, - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, რომელიც აქციების ხშირი მონაწილეა, - ვიდეოში ამბობს, რომ იდენტიფიცირება უკვე მოხდა და პოლიციელებს პირადობის მოწმობა წარუდგინა.

„პირადობები მოგეცით ჩვენი, სურათები გადაგვიღეთ. რა იდენტიფიცირებაზეა საუბარი?“

პოლიციელს, რომელიც ვიდეოში ჩანს, თან ახლავს პირი, რომელიც სამოქალაქო ტანისამოსშია გამოწყობილი, თუმცა, სავარაუდოდ, ისიც პოლიციელია.

„უკაცრავად, დიდხანს ვერ დაგელოდებით“, - ეუბნება ერთ-ერთი პოლიციელი და წოწკოლაურის ტელეფონისკენ მიაქვს ხელი.

მანამდე წოწკოლაურის თანმხლები პირი ამბობს: „თქვენ გაუთიშეთ ტელეფონი ჩემ მეგობარს“.

მეგობრები ამჟამად ცდილობენ წოწკოლაურის ადგილმდებარეობის გარკვევას, ასევე გარკვევას, არის თუ არა ის დაკავებული და რა მუხლით.

რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-ის პრესცენტრთან ინფორმაციის გარკვევას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG