Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მემორანდუმი გააფორმეს


მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში.
მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში.

29 მარტს საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, "ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და გაძლიერების მიზნით".

მემორანდუმს ხელს აწერენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი პან გონგშენგი, ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს “მონეტარული პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობას, ასევე ფინანსური ტექნოლოგიების, საგადახდო სისტემებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სფეროებში”.

„ჩინეთის საბანკო სექტორთან წარმატებული თანამშრომლობა ჩვენს მოსახლეობას სხვადასხვა საფინანსო პროდუქტსა თუ შეთავაზებაზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს“, - აცხადებს ნათია თურნავა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაცია შეხვდა ასევე ჩინეთის სამრეწველო და კომერციული ბანკის (Industrial and Commercial Bank of China) ვიცე-პრეზიდენტ ჟანგ ვივუს, ჩინეთის ბანკის (Bank of China) ვიცე-პრეზიდენტ ლიუ ძინსა და ჩინეთის სამშენებლო ბანკის (China Construction Bank) აღმასრულებელ დირექტორს ძი ჟი ჰონგს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG