„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გმობს საქართველოს საზღვრიდან ფრანგი ჟურნალისტების გაბრუნებას. ეს ჟურნალისტები, კლემენტ ჟირარდო და ჟერომ შობო, აშუქებდნენ პროევროპულ აქციებს, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს.
თბილისში, დიდუბის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარის დაზიანებული ჯებირის შეკეთება და ინფრასტრუქტურის აღდგენა 4,7 მილიონი ლარი ჯდება. სამუშაოები ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით ტარდება.
დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა „სართული - ახალი თაობის ძალა“. მოძრაობის წევრების უმეტესობა 25 წლის თუ იქნება. ძირითადად საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები არიან. ახალგაზრდები მხარს უჭერენ პროევროპულ დემონსტრაციებს და აქვთ ამბიცია, რომ „პოლიტიკას შინაარსს შემატებენ“.
ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელსაც ოთხი თვეა ვერ მოუგვარებია „ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც ჟურნალისტებსა და მოქალაქეებს საჯარო მოხელეების დეკლარაციებზე წვდომა აღარ აქვთ, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ფუნქციები გაუზარდა და „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ (FARA) აღსრულების ფუნქციები ჩააბარა.
პრორუსული, ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილ „ალტ-ინფოს“ ახალი პარტიის დაფუძნების პროცესში პრობლემები ექმნება - საჯარო რეესტრი მას წარდგენილ დოკუმენტებს უხარვეზებს. უწყებამ შეცვლილი დოკუმენტების წარდგენა უკვე მეორედ მოითხოვა.
დიდმა ბრიტანეთმა 10 აპრილს როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოთხ მაღალჩინოსანს.
გერმანიის საელჩო საქართველოში ავრცელებს ამონარიდს გერმანიის მომავალი მთავრობის კოალიციური შეთანხმების ტექსტიდან, რომელშიც საუბარია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებაც.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დღეს, 2025 წლის 10 აპრილს საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო და, დემოკრატიასთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ არაერთ საკითხთან ერთად, „პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება“ მოითხოვა.
ჩამოტვირთე მეტი