Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აშშ-ის მიერ ჩინურ იმპორტზე დაწესებული ტარიფის ახალი კოეფიციენტი 145%-ია - თეთრი სახლი

აშშ-ის მიერ ჩინურ იმპორტზე დაწესებული ტარიფის ახალი კოეფიციენტი 145%-ია - თეთრი სახლი


საილუსტრაციო ფოტო: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი განკარგულებით. 9 აპრილი, 2025 წელი
საილუსტრაციო ფოტო: პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მის მიერ ხელმოწერილი აღმასრულებელი განკარგულებით. 9 აპრილი, 2025 წელი

ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებული ტარიფის ახალი ეფექტიანი მაჩვენებელი ახლა 145%-ია ნაცვლად 125%-ისა, როგორც ადრე იყო გამოცხადებული.

მის შესახებ CNBC იუწყება თეთრ სახლზე დაყრდნობით.

ცნობაში აღნიშნულია, რომ ოთხშაბათს, როდესაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას ჩინეთისთვის საიმპორტო ტარიფის 84%-დან 125%-მდე გაზრდის შესახებ, საქმე ეხებოდა დამატებით განაკვეთს, რომელიც არ ითვალისწინებდა ჩინეთისთვის უკვე მოქმედ "საბაზისო" 20%-იან განაკვეთს. CNBC-ის მიერ ციტირებული თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ორივე განაკვეთი უნდა შეიკრიბოს ჩინეთის მიმართ მოქმედი საბაჟო ტარიფის მისაღებად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ 125%-მდე ზრდის სავაჭრო ტარიფს ყველა ჩინურ საქონელზე. მან თავისი გადაწყვეტილება განმარტა "უპატივცემულობით, რომელსაც ჩინეთი ავლენს გლობალურ ბაზრებთან მიმართებით."

დონალდ ტრამპის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები ძალაში დაუყოვნებლივ შევა.

"რაღაც მომენტში, იმედია უახლოეს მომავალში, ჩინეთი მიხვდება, რომ მიუღებელია შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნების გაყვლეფა", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში Truth-ში.

იმავდროულად დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ 90 დღით გადადოს დამატებითი ტარიფების შემოღება 70-ზე მეტი ქვეყნის მიმართ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG