"კოალიციური შეთანხმება ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს (CDU), ქრისტიან-სოციალურ კავშირსა (CSU) და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას (SPD) შორის (4472):
საქართველოს გაწევრიანების პროცესის გაგრძელების განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც დემოკრატიული პროცესების დაცვაში ეჭვი აღარ იარსებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ პროევროპულ ძალებს".
კოალიციური შეთანხმების შესახებ 9 აპრილს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD).
დოკუმენტში ჩამოთვლილია კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლების მიერ შეთანხმებული ღონისძიებები. მათ შორისაა თავდაცვის ხარჯების გაზრდა, რიგი გარემოსდაცვითი შეზღუდვების შემსუბუქება, ელექტროენერგიის ხარჯების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლის ზომები და მიგრაციის უფრო მკაცრი პოლიტიკა, მათ შორის, გერმანიიდან სირიის მოქალაქეების დეპორტაციის შესაძლებლობა და თავშესაფარზე უარის თქმა პირდაპირ სასაზღვრო გადასასვლელებზე. ბირთვული ელექტროსადგურების ან ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების განახლების შესახებ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი.
ჯერჯერობით უცნობია ახალი კოალიციური მთავრობის პერსონალური შემადგენლობა. სააგენტოს წყაროებზე დაყრდნობით, CDU-ს ან CSU-ს წარმომადგენლებმა უნდა ჩაიბარონ საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები, ხოლო სოციალ-დემოკრატებს ახალ კაბინეტში ფინანსთა და თავდაცვის მინისტრების პოსტები ერგებათ.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ მთავრობამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს დღის წესრიგში, „სულ მცირე, 2028 წლამდე“ არ დააყენებს, რასაც ქვეყანაში საპროტესტო დემონსტრაციების ტალღა მოჰყვა და დღემდე გრძელდება.
მანამდე კი გასული წლის ოქტომბრის ბოლოს გახდა ცნობილი, რომ ევროკომისია არ გასცემდა, საქართველოსთან ევროკავშირში შესვლის მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაციას. ამის საფუძვლად დასახელდა, ის რომ 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას არ მოჰყოლია ხელისუფლების სათანადო ძალისხმევა ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად. ამას დაემატა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და გამოვლენილი დარღვევები, რომელთა ფონზეც ხმის მიცემამ ჩაიარა.
ევროკომისიის თანახმად საჭირო რეფორმების გატარების სანაცვლოდ, საქართველოს მთავრობის პოლიტიკამ ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს „მძიმე ზიანი მიაყენა“:
ფორუმი