Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
გერმანიაში კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ

გერმანიაში კოალიციური მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ


გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი

9 აპრილს ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა (CDU/CSU) და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (SPD) კოალიციური შეთანხმების შესახებ განაცხადეს.

პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი, ქრისტიან-სოციალური კავშირის ლიდერი მარკუს ზოდერი და სოციალ-დემოკრატიული პარტიის თანათავმჯდომარე, ლარს კლინგბაილი მონაწილეობდნენ.

შეთანხმება გზას გაუხსნის ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას, რომელსაც, როგორც მოელიან, გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი უხელმძღვანელებს.

დოკუმენტში ჩამოთვლილია კოალიციაში შემავალი პარტიების წარმომადგენლების მიერ შეთანხმებული ღონისძიებები. მათ შორისაა თავდაცვის ხარჯების გაზრდა, რიგი გარემოსდაცვითი შეზღუდვების შემსუბუქება, ელექტროენერგიის ხარჯების ზრდის წინააღმდეგ ბრძოლის ზომები და მიგრაციის უფრო მკაცრი პოლიტიკა, მათ შორის, გერმანიიდან სირიის მოქალაქეების დეპორტაციის შესაძლებლობა და თავშესაფარზე უარის თქმა პირდაპირ სასაზღვრო გადასასვლელებზე. ბირთვული ელექტროსადგურების ან ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების განახლების შესახებ შეთანხმებაში არაფერია ნათქვამი.

თავის გამოსვლაში მერცმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი კაბინეტი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკას და პირობა დადო, რომ გერმანია იმედს არ გაუცრუებს ევროპას, რომელსაც "შეუძლია ენდოს მას".

ჯერჯერობით უცნობია ახალი კოალიციური მთავრობის პერსონალური შემადგენლობა. სააგენტოს წყაროებზე დაყრდნობით, CDU-ს ან CSU-ს წარმომადგენლებმა უნდა ჩაიბარონ საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები, ხოლო სოციალ-დემოკრატებს ახალ კაბინეტში ფინანსთა და თავდაცვის მინისტრების პოსტები ერგებათ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG