Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მერცი: გვჭირდება ევროპული ერთიანობა აშშ-ის, რუსეთის ჩარევის მოსაგერიებლად

მერცი: გვჭირდება ევროპული ერთიანობა აშშ-ის, რუსეთის ჩარევის მოსაგერიებლად


ფრიდრიხ მერცი
ფრიდრიხ მერცი

გერმანიის არჩევნებში გამარჯვებული კონსერვატიული ბლოკის, CDU/CSU-ის ლიდერი, ფრიდრიხ მერცი ამბობს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი იქნება ევროპაში ერთიანობაზე მუშაობა, საიმისოდ, რომ მოგერიებული იყოს ჩარევა აშშ-ის ან რუსეთის მხრიდან.

საზოგადოებრივ მაუწყებლებითან, ARD-სა და ZDF-სთან საუბარში მერცმა თქვა, რომ ილუზიები არ აქვს აშშ-სთან ურთიერთობაში არსებული გამოწვევების გარშემო.

"ვაშინგტონიდან ჩარევა არანაკლებ დრამატული და მძლავრი და საბოლოო ჯამში აღმაშფოთებელი იყო, ვიდრე ჩარევა, რომელიც მოსკოვის მხრიდან გვაქვს ნანახი" - თქვა მერცმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ამერიკელი მილიარდერის და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩევლის, ილონ მასკის მხრიდან გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" გამოცხადებული მხარდაჭერა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG