Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ტრამპმა გერმანიის კონსერვატორებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ტრამპმა გერმანიის კონსერვატორებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა


დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 23 თებერვლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა გერმანიის კონსერვატიულ ბლოკ CDU/CSU-ს.

"როგორც ჩანს, გერმანიაში კონსერვატიულმა პარტიამ გაიმარჯვა დიდ და ბევრ მოლოდინთან დაკავშირებულ არჩევნებში", - დიდი ასოებით წერს ტრამპი თავის სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე მას შემდეგ, რაც წინასწარი მონაცემებით, ამ მემარჯვენე-ცენტრისტულ ალიანსს არჩევნებში ხმების 28,5 პროცენტი ერგო.

"დიდწილად აშშ-ის მსგავსად, გერმანიის ხალხიც დაიღალა საღი აზრისგან დაცლილი დღის წესრიგისგან, განსაკუთრებით ენერგეტიკასა და იმიგრაციასთან მიმართებით - რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მოქმედებდა", - წერს ტრამპი. "ეს დიდი დღეა გერმანიისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, დონალდ ჯეი ტრამპად წოდებული ჯენტლმენის ლიდერობის პირობებში. გილოცავთ ყველას, წინ კიდევ ბევრი გამარჯვებაა", - დასძენს ის.

ტრამპის მრჩეველი ილონ მასკი ღიად უჭერდა მხარს გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიას "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), რომელიც ხმათა დაახლოებით 20 პროცენტით მეორე ადგილზე გადის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG