„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ოკუპაციის პირობებშიც კი „მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მიყვება“ ქვეყანა.
„რეპორტიორები უსაზღვრებოდ“ გმობს საქართველოს საზღვრიდან ფრანგი ჟურნალისტების გაბრუნებას. ეს ჟურნალისტები, კლემენტ ჟირარდო და ჟერომ შობო, აშუქებდნენ პროევროპულ აქციებს, რომლებიც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარეობს.
თბილისში, დიდუბის რაიონში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარის დაზიანებული ჯებირის შეკეთება და ინფრასტრუქტურის აღდგენა 4,7 მილიონი ლარი ჯდება. სამუშაოები ტენდერის გარეშე, პირდაპირი შესყიდვის წესით ტარდება.
დაფუძნდა ახალი პოლიტიკური მოძრაობა „სართული - ახალი თაობის ძალა“. მოძრაობის წევრების უმეტესობა 25 წლის თუ იქნება. ძირითადად საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები არიან. ახალგაზრდები მხარს უჭერენ პროევროპულ დემონსტრაციებს და აქვთ ამბიცია, რომ „პოლიტიკას შინაარსს შემატებენ“.
ჩამოტვირთე მეტი