Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
6 ადამიანი დაიღუპა ნიუ-იორკში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად

6 ადამიანი დაიღუპა ნიუ-იორკში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად


ნიუ-იორკის რაიონი, სადაც 10 აპრილს ვერტმფრენი ჩამოვარდა.
ნიუ-იორკის რაიონი, სადაც 10 აპრილს ვერტმფრენი ჩამოვარდა.

ექვსი ადამიანი დაიღუპა ნიუ-იორკში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად. ვერტმფრენი ქალაქის ცენტრის მახლობლად, მდინარე ჰუდსონში ჩამოვარდა. კატასტროფა, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, 10 აპრილს მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, ვერტმფრენში იმყოფებოდნენ პილოტი და ხუთი მგზავრი, მათ შორის სამი ბავშვი. მგზავრები ესპანეთიდან ჩასული ტურისტები, ერთი ოჯახის წევრები იყვნენ.

CNN-ის წყაროთა ინფორმაციით, კატასტროფას ემსხვერპლნენ კომპანია Siemens-ის ესპანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი აგუსტინ ესკობარი და მისი ოჯახის წევრები.

ვერტმფრენი ეკუთვნოდა ფირმა New York Helicopters-ს, რომელიც ტურისტებისთვის აწყობს ფრენებს ნიუ-იორკის თავზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG