Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა

პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა


საილუსტრაციო ფოტო. პრინცი ჰარი Invictus Games-ის უკრაინელ, ბრაზილიელ და ნიგერიელ მონაწილეებთან ერთად კანადის ქალაქ ვანკუვერში. 2025 წლის თებერვალი
საილუსტრაციო ფოტო. პრინცი ჰარი Invictus Games-ის უკრაინელ, ბრაზილიელ და ნიგერიელ მონაწილეებთან ერთად კანადის ქალაქ ვანკუვერში. 2025 წლის თებერვალი

სასექსის ჰერცოგი, პრინცი ჰარი უკრაინაში იმყოფებოდა.

ვიზიტი წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა და როგორც ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წერს, ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პრინცმა უკრაინა დატოვა.

სასექსის ჰერცოგი ჰარი უკრაინის ქალაქ ლვოვში ესტუმრა ცენტრს Superhumans, სადაც რეაბილიტაციას გადიან რუსეთთან ომში დაჭრილი სამხედროები.

BBC-ს ცნობით, პრინცი ჰარი ლვოვის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფებოდა თავისი საქველმოქმედო ფონდის, Invictus Games-ის მიერ ორგანიზებული სპორტული თამაშების მონაწილე ოთხი ვეტერანის თანხლებით.

ფონდის მიზანია მსოფლიოში დაშავებული სამხედროების რეაბილიტაცია სპორტში მათი ჩართვის გზით.

თავად პრინცი ჰარი ათ წელს მსახურობდა დიდი ბრიტანეთის არმიაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG